Vendoo, თუ ზაფხულისთვის კოსმეტიკის შეძენა გინდა

ზაფხულში სხვადასხვა ტიპის კოსმეტიკური საშუალების გამოყენება გარუჯულ კანს, კიდევ უფრო სასიამოვნო იერს აძლევს, თუმცა სხვა სეზონებისაგან განსხვავებით, საზაფხულო სილამაზის პროდუქტები, უფრო მეტად, სიმსუბუქითა და ჰაეროვნებით ხასიათდება. ამ ბლოგში, იმ კოსმეტიკური საშუალებების შესახებ მოგითხორბთ, რომელთა გამოყენებაც ზაფხულში განსაკუთრებით აქტიურია: 

ტემპერატურის მატებასთან ერთად, ისეთი პროდუქტების გამოყენებაც მატულობს, რომლებიც ჰაეროვან, ნაზ და ბუნებრივ დაფარვას გვთავაზობენ, რათა სახის კანი დამატებითი ჩახუთვისაგან დავიცვათ. სწორედ ამიტომ, ხშირად ეძებენ ისეთ კოსმეტიკურ საშუალებებს, რომლებიც უზრუნველყოფს გამჭვირვალე დაფარვას, რაც ათანაბრებს კანის ტონს ისე, რომ მას სუნთქვის საშუალებას აძლევს. მსგავსი საშუალებებიდან, ყველაზე პოპულარულია:

BB კრემი: ეს მრავალფუნქციური პროდუქტი ერთდროულად დაფარვას, დატენიანებას და მზისგან დაცვას უზრუნველყოფს.

CC კრემი: იდეალურია ფერის კორექციისთვის, CC კრემი ხელს უწყობს კანის ტონის დაბალანსებასა და სიწითლის შემცირებას.

საზაფხულო აქტივობები ხშირად მოიცავს ცურვას ან ოფლიანობას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჩვეულებრივი ტუშისა და თვალის ლაინერების “ჩამოშლა”. ასეთ დროს,  წყალგამძლე ფორმულა აუცილებელია იმისათვის, რომ თქვენი თვალის მაკიაჟი მთელი დღის განმავლობაში იდეალურ ფორმაში დარჩეს, მაგალითად:

წყალგამძლე ტუში: შექმნილია იმისთვის, რომ გაუძლოს წყალს და ტენიანობას და ამასთანავე, უზრუნველყოს მოცულობა და სიგრძე.

ბრონზერები და ჰაილაითერები სახის ფერს თბილი, მბზინავი საფარით აუმჯობესებენ. ბრონზერი სახის მაღალ წერტილებზე დაიტანება, სადაც მზე ბუნებრივად ხვდება, ხოლო ჰაილაითერი ლოყების, წარბის ძვლებისა და ცხვირის ხიდის ხაზგასასმელად გამოიყენება.

პუდრა ბრონზერი: იდეალურია მქრქალი დაფარვისთვის.

კრემი ჰაილაითერები: იდეალურია ნამიანი, მბზინავი შესახედაობისთვის, რომელიც შესანიშნავად ერწყმის კანს.

ზაფხულში, ტუჩს შეგიძლია შესანიშნავი იერი მისცე, თანაც ზედმეტი წვალების გარეშე. სასურველი შედეგის მისაღწევად, ერთი ან ორი უმარტივესი პროდუქტის გამოყენებაც საკმარისია. 

ტუჩის დამატენიანებელი ბალზამი: SPF-ის წყალობით, იცავს ტუჩს გამოშორბისაგან და უნარჩუნებს ლამაზ ფერს. 

ტუჩის გლოსი: ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფერისა და დაფარვის ტიპის მიხედვით, რათა ტუჩებს ბზინვარება მიანიჭოს. 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

მსგავსი პოსტები