სამკაული ნებისმიერი ადამიანის საუკეთესო მეგობარია, ვისაც აქსესუარები განსაკუთრებით უყვარს. საყურე, ბეჭედი, სამაჯური, თუ ყელსაბამი, რომელსაც არ უნდა ანიჭებდეთ უპირატესობას, ლამაზ და ელეგანტურ სამკაულს ყველაზე ჩვეულებრივი დღეც შეუძლია, რომ სადღესასწაულო განწყობით აამაღოს და გაალამაზოს. იმის მიხედვით, თუ რისთვის ემზადება ადამიანი, მარტივია შეარჩიო ისეთი აქსესუარი, რომელიც დღის ლუქს საუკეთესოდ შეესაბამება და ამასთანავე, გამორჩეულსა და უნიკალურს ხდის. იმის გათვალისწინებით, რომ ერთით მეტი ძვირფასი აქსეუსარი არასდროსაა ზედმეტი, Vendoo-ზე საქართველოში გამორჩეულად პოპულარული ორი ბრენდის Redberry-სა და Mandarina-ს კოლექციები დავამატეთ, რათა ძვირფასეულობის შოპინგი კიდევ უფრო მარტივი და კომფორტული გავხადოთ:
Redberry უკვე მრავალი წელია, რაც საქართელოში სხვადასხვა ტიპის სამკაულისა და აქსესუარის მაღალი ხარისხის კოლექციებს სთავაზობს მომხმარებელს. მათ მიერ წარმოდგენილი ნივთები გამოირჩევა ტრენდულობით, მაღალი ხარისხის მასალითა და ძალიან დახვეწილი დიზაინით. ალბათ, სწორედ ამიტომაცაა, რომ ბრენდი მრავალი წელია არ კარგავს აქტუალურობას და მუდმივად ახერხებს მომხმარებლის სურვილებისა და გემოვნების დაკმაყოფილებას. ამ ეტაპზე, Redberry-ს მრავალფეროვანი პროდუქცია Vendoo-ზე წარმოდგენილია მსოფლიოში კარგად ცნობილი ბრენდის Sokolov-ის სამკაულებით, მათ შორის:
კულონი არის აქსესუარი, რომელსაც თანაბარი ელეგანტურობით მოიხდენს თითქმის ნებისმიერი სტილის მატარებელი ადამიანი. იგი შეიძლება უფრო ნაზს ხდიდეს გარეგნოას, ან პირიქით, უფრო მდიდრულს, იმის მიხედვით, თუ რა ტანისამოსს ან თუნდაც, თმის ვარცხნილობას შეუხამებს მას ადამიანი. თეთრი ოქრო კი ძალიან პოპულარული და რაც მთავარია, მაღალი ხარისხის ლითონია, რომელიც უძლებს დროს და ერგება როგორც ახალგაზრდა ადამიანის, ასევე ზრდასრული ქალბატონების გემოვნებას. Sokolov-ის თეთრი ოქროს კულონი ფიანიტის ქვებით შესაძლოა საუკეთესო საჩუქარი აღმოჩნდეს როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე საყვარელი ადამიანებისთვისაც.
ვერცხლი ისეთი ტიპის ძვირფასი ლითონია, რომელიც თან ძალიან სადაა და თან ძალიან მდიდრული იერის მატარებელი შეიძლება იყოს. მისი უნიკალურობა და განსხვავებულობა მდგომარეობს იმაში, რომ ვერცხლის მოხდენა წარმატებითაა შესაძლებელი როგორც ყოველდღიურობაში, ასევე განსაკუთრებული თარიღების აღსანიშნავად. სწორედ მსგავსი შემთხვევებისთვის, ვერცხლის ბეჭედი მორთული ფიანიტის მცირე ზომის ქვებით, ძალიან დახვეწილი და უპრეტენზიო არჩევანია.
ისეთ, დროს კი, როცა აქსესუარის მიზანი და დანიშნულება განაცხადის გაკეთებაა, მაღალი ხარისხის, დახვეწილი დიზიანის მქონე ყვითელი ოქროს სამკაული შეუდარებელი მეწყვილეა. Sokolov-ის 585 სინჯის მომრგვალებული ფორმების მქონე ყვითელი ოქროს საყურე არის სამკაული, რომელიც არასდროს გაგიცრუებთ იმედს და ნებისმიერ გარემოს ოქროს ბრწყინვალებით გამოწვეულ მდიდრულ სილამაზეს შემატებს.
Mandarina 2007 წლიდან ახერხებს ქარველი მომხმარებლის გულის მოგებას და მათი ყოველდღიურობის გალამაზებას. ბრენდი მუდმივად ითვალისწინებს თანამედროვე მოდის ტენდენციებს და კოლექციებსაც სწორედ ამ ტენდენციებსი გათვალისწინებით სთავაზობს მომხმარებელს. მსოფლიოში აღირებული და კარგად ცნობილი ბრენდების წარმოდგენით, Mandarina დახმარებით, ბუნებრივი ქვების, ძვირფასი ლითონებისა თუ ბიჟუტერიული სამკაულების საუცხოო არჩევანი მარტივად ხელმისაწვდომი ხდება ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, ვინც პატივს სცემს სილამაზესა და მშვენიერებას.
ბუნებრივი ქვები განუმეორებელი მშვენიერებისა და ელეგანტურობის მატარებელია. მათი მეშვეობით შექმნილი სამკაული კი უნიალურ იერსახეს ატარებს. ფრანგული წარმოშობის ბრენდი Nature Bijoux-ის ხელნაკეთი ყელსაბამი, რომელიც ძალიან პოპულარული კოლექციის – NENUPHAR-ის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია, ბაზად იყენებს თითბერს, ხოლო სამკაულის მთავარი შემადგენელი ნაწილი ისეთი ბუნებრივი ქვები და მასალებია, როგორიცაა ამეთვისტო, მოლუსკის ნიჟარა, ნეფრიტი, ჰაულიტი, ძვალი და იისფერი ნიჟარა. ეს სამკაული სინაზისა და დახვეწილობის უმაღლესი ტონია, რომელიც მფლობელს საუკეთესო მოგონებებს აჩუქებს.
კიდევ ერთი გამორჩეული ფრანგული ბრენდი, რომელსაც Mandarina გვთავაზობს, Ori Tao გახლავთ. მათი იუველირული შედევრები გამოირჩევა განსხვავებული დიზაინითა და ტრენდულობით. თითბერის მოვერცხლილი საყურე, რომელიც ბრენდის ძალიან ცნობილი კოლექციიდან – MAASAI-დან არის წარმოდგენილი, მარტივია მოიხდინოს ნებისმიერი ასაკის ადამიანმა, რომელსაც სურს თავის ყოველდღიურობას შეუდარებელი აქსესუარი შემატოს.
Pilgrim ცნობილი დანიური ბრენდია, რომელიც მაღალი ხარისხის ბიჟუტერიის სამკაულებს სთავაზობს მომხმარებელს. ამ ბრენდის უნიკალურობა, პირველ რიგში, მდგომარეობს იმაში, რომ ყოველი ნივთი, რომელსაც Pilgrim ქმნის არის ხელნაკეთი, რომელშიც თანამედროვე დიზაინი ჰარმონიულად ერწყმის ისეთ მასალებს, როგორიცაა ბროლის ქვები, სვაროვსკისა და ემალირებული მოტივის ელემენტები, ოქროს და ვერცხლის მოპირკეთებული შენადნობები და სხვა.
მზიანი ამინდების მოახლოება და მზის სითბო უფრო და უფრო გვაახლოებს ნანატრ ზაფხულთან, სადაც აქსესურებიც ნელ-ნელა საზაფხულო, ფერადი და ჰაეროვანი ხდება. სწორედ ასეთი განწყობისათვის, Pilgrim-ის ოქროსფერი ფეხის სამაჯური ამაღლებულ განწყობასა და თბილი სეზონის სიმსუბუქეს შეიტანს თქვენს ყოველდღიურობაში.
Pilgrim-ის ეს ყვავილის ფორმის ბეჭედი კი დამზადებულია პიუტერის, თუთიის და სპილენძის შენადნობისგან. გარდა იმისა, რომ ეს მასალები მაღალი ხარისხის ბიჟუტერიას ქმნის, თავად ბეჭდის დიზაინი არის ძალიან უცხო, გამოკვეთილი და განსხვავებული.