ონლაინ შოპინგი ბევრი მიზეზის გამო მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ სივრცედ, რისი მეშვეობითაც მინიმუმი ენერგიის დანახარჯით, სურვილებისა და საჭიროებების მაქსიმუმი შეგიძლია დაიკმაყოფილო. გარდა იმისა, რომ პროდუქტების ციფრულ სივრცეში ძიებისას შეგიძლია სხვადასხვა მაღაზიისა და ბრენდის პროდუქცია და ფასები შეადარო ერთმანეთს, ზოგ შემთხვევაში, პროცესი ძალიან მოქნილია ანგარიშსწროების კუთხითაც, რაც კარგი სამომხმარებლო გამოცდილების შესაქმნელად ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია. მათთვის, კი ვინც კარგს არ სჯერდება და მხოლოდ საუკეთესოს ეძებს, ვფიქრობთ, Vendoo-ს პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი, ექსკლუზიური შეთავაზებები და გადახდის მეთოდების 8 სხვადასხვა ტიპის არჩევის შესაძლებელობა, არის ის, რაც ონლაინ შოპინგის ყველაზე კომფორტულ ვერსიას ქმნის. სწორედ ამიტომ, ამ ბლოგში, სწორედ იმის შესახებ მოგითხრობთ თუ როგორ იხდით ვენდუზე.
Vendoo-ზე შოპინგისას თითოეული მომხმარებელი ძალიან მარტივ გზას გადის. სასურველი ნივთის შესაძენად, პირველ რიგში, საჭიროა:
– შეარჩიო პროდუქტი ან პროდუქტები;
– დაამატო საყიდლების კალათაში;
– დააჭირო კალათის შიდა გვერდზე არსებულ ღილაკს “შეუკვეთე”;
– აირჩიო მისამართი;
– აირჩიო შეკვეთის მიღების სასურველი დრო და გადახდის მეთოდი.
გადახდის მეთოდების მრავალფეროვანი არჩევანი არის ერთ-ერთი ისეთი ასპექტი, რომელიც Vendoo-ზე შოპინგს გამორჩეულს ხდის, ვინაიდან არ არსებობს მსოფლიოში დამკვირდებული და ცნობილი გადახდის მეთოდი, რომელსაც ისურვებთ და ჩვენთან ვერ იპოვი. მათ შორის:
Vendoo-ზე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული გადახდის მეთოდი უნაღდო ანგარიშსწორება, ანუ ბარათით გადახდაა. ამისათვის საჭიროა, გადახდის მეთოდებიდან აირჩიოთ “ბარათით გადახდა”, დაამატოთ სასურველი ბანკის ბარათი და მშვიდად დაელოდოთ თქვენს შეკვეთას.
მათთვის კი, ვინც ნაღდ ფულს დღესაც არ ღალატობს, ძალიან კომფორტულია ნაღდი ანგარიშსწროების არჩევა, რა დროსაც შეკვეთის გაფორმების შემდეგ, გიკავშირდებათ Vendoo-ს მომხმარებლის მხარდაჭერის გუნდის წარმომადგენელი და გითანხმებთ დამატებით დეტალებს. ამანათის ჩაბარებისას, პროდუქტის ღირებულებას იხდით უშუალოდ კურიერთან.
ონლაინ განვადება ძალიან მოსახერხებელი გადახდის მეთოდია, რომელიც საშუალებას გაძლევთ სახლიდან გაუსვლელად დაიმტკიცოთ განვადება და შეიძინოთ სასურველი ნივთი. ამისათვის საჭიროა, გადახდის მეთოდებიდან აირჩიოთ “ონლაინ განვადება” და მოცემული ოთხი ბანკიდან – სფეისი, თიბისი, საქართველოს ბანკი, ტერა ბანკი – ერთ-ერთი. შერჩევის შემდეგ, პლატფორმა გადაგამისამართებთ შესაბამისი ბანკის გადახდის საიტზე, სადაც სულ რამდენიმე წუთში შეავსებთ განაცხადს. განაცხადის შევსებისთანავე, Vendoo-ზე თქვენს შეკვეთას მიენიჭება სტატუსი “მუშავდება”. მას შემდეგ, რაც ბანკი თქვენ მიერ მოთხოვნილ განვადებას დაადასტურებს, ჩვენი გუნდის წევრები შეკვეთას თქვენთან გამოსაგზავნად მოამზადებენ.
ერთგული ქულები, თიბისის ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, ბანკის თითოეულ მომხმარებელს უგროვდება თიბისის ნებისმიერი ბარათით გადახდისას. ერთგული ქულებით ანგარიშსწორებისას გასათვალისწინებელია, რომ 1 ერთგული ქულა 1 ლარს უდრის. შესაბამისად, იმისათვის რომ ერთგული ქულებით გადახდისათვის, საჭიროა ფლობდეთ თიბისის ბარათსა და პროდუქტის ღირებულების რაოდენობის ერთგულ ქულებს.
ფეიბოქსი კომოფრტული გადახდის მეთოდია მათთვის, ვინც ნაღდ ფულს ფლობს ფლობს და თან სურს, რომ ამანათის მიღებამდე უკვე გადახდილი ჰქონდეს შეკვეთის ღირებულება, ან მათთვის, ვისაც ნაღდიანგარიშსწორებით სურს გადახდა და შეკვეთას საჩუქრად გზავნის. ფეიბოქსით გადახდისას, საჭიროა გადახდის მეთოდებიდან აირჩიოთ “ფეიბოქსი” და შეკვეთის გაფორმებიდან 24 საათის განმავლობაში ფეიბოქსის აპარატით გადაიხადოთ შეკვეთის ჯამური ღირებულება. იმ შემთხვევაში, თუ გადახდა 24 საათში ვერ მოხერხდა, შეკვეთა ავტომატურად გაუქმდება.
კრიპტოვალუტამ იმდენი ღირებულება და გამოყენება უკვე შეიძინა, რომ მისი მეშვეობით Vendoo-ზეც შეგიძლიათ სასურველი ნივთების შეძენა. ამ მეთოდის არჩევისას, პლატფორმა Mycoins-ის კაბინეტში გადაგამისამართებთ, სადაც დაასრუკებთ გადახდის პროცესს და წარმატებული ოპერაციისას, ვებგვერდი ავტომატურად დაგაბრუნებთ Vendoo-ზე, სადაც შეკვეთა წარმატებით ჩაიტვირთება.
თანამედროვე ტექნოლოგიებმა მოიტანა ისიც, რომ მომხმარებლების ნაწილი დესკტოპიდან ანდროიდ ან IOS საოპერაციო სისტემების მქონე სმარტფონებით ამჯობინებს თითქმის ყველა ციფრული ოპერაციის შესრულებას, მათ შორის, არც ონლაინ შოპინგია გამონაკლისი. სწორედ ამიტომ, დამატებითი კომფორტისთვის Vendoo გთავაზობთ ისეთ პოპულარულ გადადხდის მეთოდსაც, როგორიცაა Apple Pay და Google Pay. ამ მეთოდით სარგებლობისათვის, საჭიროა თქვენს სმარტფონში დამატებული გქონდეთ საბანკო ბარათები და შეკვეთისას აირჩიოთ სასურველი ციფრული ბარათით გადახდა.
განაწილებით გადახდა ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული გადახდის მეთოდია, რაც შეკვეთის სრული ღირებულების 4 გადახდაზე განაწილებას გულისხმობს. ამისათვის, საჭიროა თიბისის მობაილ ბანკში მოითხოვოთ განაწილებით გადახდის ლიმიტის დამტკიცება და ლიმიტის დამტკიცების შემთხვევაში, შეიძინოთ ნივთი ვენდუზე, რისთვისაც უნდა დააჭიროთ ღილაკს “ყიდვა”. ღილაკზე დაჭერისას, გამოჩნდება QR კოდი, რომლის დასკანერებასაც თიბისის მობაილ ბანკში მოთავსებული QR წამკითხველით შეძლებთ. QR-ის დასკანერების შემდეგ, მობაილ ბანკშივე შეძლებთ პროცესის დასრულებას.
მათთვის ვინც თიბისის განაწილებით აქტიურად სარგებლობს, განსაკუთრებით საინტერესო იქნება ის ახალი ფუნქციონალი, რომელიც მომავალი 2 კვირის განმავლობაში უკვე განხორციელებული ტრანზაქციების (100-დან 5000 ლარის ჩათვლით) უკან დაბრუნებას და მათ 4 თვეზე გადანაწილებას გთავაზობთ.
ფუნქიონალით სარგებლობისთვის, საჭიროა:
– დაიმტკიცოთ განაწილების ლიმიტი თქვენს ციფრულ ბანკში;
– თქვენი ტრანზაქციებიდან აირჩიოთ ის ტრანზაქცია, რომლის დაბრუნება და განაწილებაც გსურთ 4 თვეზე;
– შემდეგ, ტრანზაქციის დეტალებიდან აირჩიეთ ღილაკი „ტრანზაქციის განაწილება“;
– გაეცანით და დაეთანხმეთ წესებსა და პირობებს;
– ტრანზაქციის თანხა ანგარიშზეთ დაგიბრუნდება და შეძლებთ გადახდა 4 თვეზე გაანაწილოთ.
განაწილების გასაკეთებლად, მნიშვნელოვანია, რომ ტრანზაქციის გადახდიდან არ იყოს გასული 14 დღეზე მეტი.
ნაწილ-ნაწილ, ასევე განაწილებით გადახდას გვთავაზობს, რომელიც საქართველოს ბანკის პროდუქტია. თიბისის განაწილების მსგავსად, თანხის განაწილება აქაც 4 თვეზე, 4 ეტაპად ხდება. ნაწილ-ნაწილ გადახდისათვის, საჭიროა ფლობდეთ საქართველოს ბანკის ბარათსა და მობილბანკის ანგარიშს, რის შემდეგაც გაივლით ზუსტად იმავე პროცესს, რომელიც ზემოთ უკვე აღვწერეთ და საბოლოოდ, ძალიან სწრაფად და მარტივად შეძლებთ სასურველი შეკვეთის გაფორმებას.