შეიძინე TIME და HerStore უკვე Vendoo-ზე

სხვადასხვა აქსესუარი და სამკაული ბევრი ადამიანისთვის არამხოლოდ ლამაზი ნივთებია, არამედ ხასიათისა და სტილის გამოხატვის საშუალებაც. ამასთანავე, იმის მიხედვით, როგორი სტილის ყელსაბამს, საყურეს, ბეჭედს, სამაჯურს თუ მაჯის საათს მოვიხდენთ, ხშირად, ერთი და იგივე სამოსს სულ სხვაგვარი იერი შეიძლება შევძინოთ, ყოველდღიური ტანისამოსი მარტივად ვაქციოთ სადღესასწაულოდ და ასევე, პირიქით. ამიტომაც, დღეიდან საქართველოში ყველაზე პოპულარული ბრენდებიდან, Her Store-ისა და TIME-ის ორიგინალური კოლექციების ხილვასა და შეძენას Vendoo-ზეც შეძლებთ, რათა სამკაულებისა და სხვადასხვა ტიპის აქსესუარის ონლაინ შეძენა კიდევ უფრო კომფორტული გახდეს. ამ ბლოგში კი, Her Store-ისა და TIME-ის ჩვენს რჩეულ აქსესუარებს გაგაცნობთ, რომელიც ვფიქრობთ, თქვენც ძალიან მოგეწონებათ: 

თაიმი, საქართველოში, ისეთ პოპულარულ ბრენდა წარმომადგენელია, რომელსაც დიდი წარსდგენა არ სჭირდება. ხარისხსა და გამორჩეულ სტილზე დაფუძნებული სამკაულებისა და აქსესუარების კოლექციით, TIME-ი ქართველ მომხმარებლებს შორის არასდროს კარგავს აქტუალობას. 

Casio General Quartz Watch Women/LW-205H-8ADF

Casio სილამაზისა და ფუნქციონალურობის შესანიშნავი შერწყმაა. General Quartz Watch LW-205H-8ADF-ი კი ამის ნათელი მაგალითია. საათის დახვეწილი დიზაინი და ციფერბლატის ირგვლივ განთავსებულ ფერთა გრადაცია მას სრულყოფილ აქსესუარად აქცევს ყოველდღიური გამოყენებისთვის. 

Oliver Weber

Oliver Weber-ის სამკაულები დამზადებულია უმაღლესი ხარისხის Swarovski- ს კრისტალებისგან. ბრენდის ყველა ნაწარმი გადის დეტალურ ხარისხის კონტროლს და ყველა კრისტალი სამკაულში მაგრდება ხელით. Oliver Weber- ის სამკაულები გამოხატავს Swarovski- ს კრისტალების ჯადოსნურ კომბინაციას. 

Ania Haie 

Ania Haie ლონდონში დაარსებული სამკაულების ბრენდია, რომელიც მუდმივად პასუხობს აქ და ახლა არსებულ ტრენდებს და თავის კოლექციებსაც სწორედ ამ მოტივებით გაჯერებული სამკაულებით წარმოაჩენს. ეს ვერცხლის საყურეც სწორედ მსგავსი კოლექციის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და თანამედროვე მოდას უსიტყვოდ ერწყმის. Ania Haie ცნობილია ხარისხითა და ხელმისაწვოდმი ფასით, რაც მას ბევრი ქალბატონის საყვარელ ბრენდად აქცევს. 

Fossil

Fossil-ი მსოფლიოში ცნობილი ბრენდია და იგი 1984 წელს ტომ კარტსოტისის მიერ დაარსდა. Fossil-ის საათების დიზაინი არის განუმეორებელი, რადგან საათის შექმნამდე თითოეული საათისთვის 420-მდე ესკიზი იქმნება. მხოლოდ ამის შემდეგ გადადიან მის აწყობაზე.

ეს ქართული ბრენდი 2019 წელს დაარსდა და ამ მცირე ხნის განმავლობაში შეძლო იმდენი, რომ დღეს არამხოლოდ საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთაც, სამხრეთ ამერიკაშიც საერთაშორისო ფილიალითაა წარმოდგენილი. Her-ის მაღალი ხარისხისა და დახვეწილი დიზაინის მქონე სამკაულები თანაბარი პოპულარობით სარგებლობს ნებისმიერ თაობაში, რომელსაც ვერცხლის, ტიტანის და მოოქროვილი სამკაულები უყვარს. რაც ყველაზე სასიამოვნოა, ბრენდი გამოირჩევა ძალიან მისაღები ფასითა და მისთვის დამახასიათებელი გამორჩეული დიზიანით. 

კვარცის მოოქროვილი სამაჯური

სამაჯური არის აქსესუარი, რომელიც ნებისმიერ შემთხვევას, დღესასწაულს, თუ უბრალოდ ყოველდღიურობას შეგიძლიათ მოუხდინოთ. თუმცა, ისეთი შემთხვევებისთვის, როცა გსურთ, თვალისმომჭრელად გამოიყურებოდეთ, ბუნებრივი ქვების ბზინვარებით გაწყობილი სამკაული სწორედ ისაა, რაც თქვენ გჭირდებათ, ამიტომაც კვარცის მოოქროვილი სამაჯური განსაკუთრებული საღამოების დროს, საუკეთესო მეგობრობას ერთმნიშვნელოვნად გაგიწევთ. 

14K მოოქროვილი ცისფერი ბეჭედი

ეს ამორფული ბეჭედი, ორიგინალურ სტილთან ერთად, ძალიან მინიმალისტური დიზიანის მატარებელია, რომელსაც ცისფერისა ვერცხლისფერის თანწყობა ძალიან ნაზ იერსახეს ანიჭებს. 

ტიტანის მოოქროვილი ყელსაბამი სამი გულით LOVE

მარტივი, თუმცა ძალიან სიმბოლური და ლამაზი გულისფორმიანი ყელსაბამი ძალიან კარგი არჩევანია, თუ თვლებისა და ფერადი ნივთების მოყვარული ნაკლებად ხართ და კლასიკური, სადა ვარიანტი გირჩევნიათ. მისი დახვეწილი დიზაინის წყალობით, სამკაულს თავისუფლად მოიხდენს როგორც თავისუფალი, ასევე შედარებით კლასიკური სტილის მოყვარული ადამიანი. 

როგორც ხედავთ, ვენდუზე სამკაულებისა და აქსესუარების კოლექცია კიდევ უფრო გაიზარდა და მრავალფეროვანი გახდა, რაც განსაკუთრებით სასიამოვნოა მათთვის, ვისაც საყვარელი ადამიანებისათვის ქალთა დღის საჩუქარი ჯერ კიდევ არ შეურჩევია. თუ თქვენც მსგავს ადამიანთა რიგებს მიეკუთვნებით, მიჰყევით ბმულს და ჩვენი კურიერი საჩუქარს 8 მარტამდე მოგართმევთ: https://bit.ly/3URt9k6

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

მსგავსი პოსტები