ალკოჰოლური სასმელების სამყაროში რამდენიმე სასმელს ახასიათებს ისეთივე დახვეწილობა, მრავალფეროვნება და საინტერესო ისტორია, როგორიც ჯინს. ხშირად აღიარებული, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ალკოჰოლური სასმელი, ჯინის მიმზიდველობა მის საკულტო ბოტანიკურ გემოს ბევრად შორს სცდება. კლასიკური კოქტეილებიდან დაწყებული თანამედროვეობის ექსპერიმენტებით დამთავრებული, ჯინმა კარგა ხანია დამსახურებული ადგილი დაიკავა ალკოჰოლური სასმელების სცენის წინა პლანზე.
ჯინის ფესვები მე-17 საუკუნის ნიდერლანდებიდან მოდის, სადაც მას თავდაპირველად სამკურნალო თვისებების გამო ამზადებდნენ, დროთა განმავლობაში კი ამ სასმელმა შეძლო და თავისი გემოვნური თვისებებითა და გამორჩეული არომატით, თანამედროვე ენთუზიასტებიც კი მრავალსაუკუნოვან ტრადიციებთან დააკავშირა. იქედან გამომდინარე, რომ ღვინის სამშობლოში მუდმივად ფასდება გემოვნებიანი და მაღალი ხარისხის სასმელი, დადგა დრო, როცა საქართველოშიც ჯინის სმის კულტურამ ფეხის მოკიდება დაიწყო. საზოგადოების ინტერესის ზრდას, მოჰყვა ისიც, რომ სამმა მეგობარმა, ბევრი კვლევისა და ცდის შედეგად, უკრაინელ ექსპერტებთან ერთად, შექმნა ქართული ჯინი “მალამო”.
“მალამო” 13 ბოტანიკური ინგრედიენტისგან შედგება, საიდანაც სამს ბრიტანელი მომწოდებლისგან იღებენ, რაც უმაღლესი ხარისხისა და მდიდარი გემოების გარანტი ხდება. დანარჩენი 10 ინგერდიენტი, რა თქმა უნდა, ადგილობრივად მოიპოვება, ხარისხის მუდმივი კონტროლითა და გადარჩევით.
“მალამო”-ს უნიკალურობა გარდა დამზადებისას გამოყენებული უმაღლესი ხარისხის პროდუქტებისა, მდგომარეობს მის შეფუთვაშიც, რომელიც განსაკუთრებული სიმბოლიზმის მატარებელია. სიმბოლურია სახელიც, რომელიც სწორედ იმიტომ დაერქვა, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჯინი ოდითგანვე თავისი სამკურნალო თვისებებით იყო ცნობილი. ისტორიულად, ძველი კოლხეთი და კოლხი ქალები, მათ შორის, ბერძნული მითოლოგიაშიც კი გრძნეულებასა და მედიცინას უკავშირდებოდნენ. ამის მსოფლიოში ცნობილი მაგალითია მედეა, რომელიც ბერძნულ მითოლოგიაში ქალღმერთადაც კი იწოდება და რომელიც არგონავტების ლეგენდის ერთ-ერთი მთავარი გმირია. ამიტომაც, ბოთლის ეტიკეტის ილუსტაციაზე ეზოთერული ნახატების სტილშია წარმოდგენილი კოლხი ქალი, რითაც იკვრება როგორც “მალამო”-ს სიმბოლიკა, ასევე გამორჩეულად საინტერესო ხდება ვიზუალური იდენტობაც.
იმის გათალისწინებით, რომ ჯინი შესანიშნავად ერგება სხვადასხვა სასმელისა და გემოს მიქსს, ხოლო “მალამო” თავის ყვავილოვან და ციტრუსოვან არომატთან ერთად, ვიზუალურადაც ძალიან გამორჩეულ საფეხურზე დგას, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი საუკეთესო საჩუქარია ადამიანებისთვის, რომელთაც ალკოჰოლი და მაღალი ხარისხის სასმელები უყვართ. სწორედ ამიტომ, თუ ახალიწლის ჯერ კიდევ მიმდინარე სტუმრიანობისას, კარგი და თან, ქართული საჩუქარი გსურთ, რომ თან წაიღო, იცოდეთ, რომ დღეიდან “მალამო”-ს შეძენა Vendoo-ზეც შესაძლებელია, რისთვისაც სულ რამდენიმე გემრიელი წუთი დაგჭირდებათ.