ზამთრის მთავარი ხიბლი რომ თოვლი და შესაბამისად, დათოვლილი მთებია, ამაზე, ალბათ, ყველა ვთანხმდებით. ის სილამაზე კი, რაც თოვლს ახლავს თან, საუკეთესო რაკურსით სიმაღლიდან ჩანს, ხოლო ყველაზე მეტად მთიდან დაშვებისას შეიგრძნობა. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომაცაა, რომ ზამთრის კურტორტები და სპორტი წლიდან წლამდე უფრო და უფრო აქტუალური ხდება. სნოუბორდითა და თხილამურებით გატაცებული ადამიანებისთვის კი, არანაკლებ საყვარელი მომენტია გაზაფხულის დადგომაც, ვინაიდან, ამ დროს, საუკეთესო ფასად შეუძლიათ მომავალი წლისთვის საჭირო აღჭურვილობა შეიძინონ. ჰოდა, იმისათვის, რომ ზამთრის კურორტების მოყვარული ჩვენი მომხმარებლები გაგვენებივრებინა, დღეიდან Vendoo-ზე ყველასათვის კარგად ცნობილი Xtreme-ის პროდუქციის შეძენაც შესაძლებელია, თანაც კონკრეტულ კოლექციაზე 20-დან 48%-მდე ფასდაკლებით. რაც მთავარია, ფასდაკლება პროდუქციის ამოწურვამდე გაგრძელდება. ამ ბლოგში კი, ვებგვერდზე განთავსებული პროდუქტებიდან, რამდენიმე მაგალითსაც გიჩვენებთ:
ზამთრის სპორტით დაკავებისას, უსაფრთხოება ყოველთვის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. Shred Noshock Back Protector Vest საჭირო დაცვასა და კომფორტს გთავაზობთ, თანაც ისე რომ არ გიზღუდავთ მობილობას. ზემოქმედების შთანთქმის მოწინავე ტექნოლოგიით შექმნილი ეს ჟილეტი უზრუნველყოფს თქვენი ზურგის ნაწილის საიმედოდ დაცვას და ფერდობებზე თავისუფლად გადაადგილების საშუალებას გაძლევთ. მისი მსუბუქი და სუნთქვადი კონსტრუქცია პროდუქტს იდეალურს ხდის მთელი დღის განმავლობაში სატარებლად.
მაღალი ხარისხის სათხილამურო შარვალი აუცილებელია ფერდობიდან თბილი და კომფორტული დაშვებისთვის. 4F SPDS002 შექმნილია იმისთვის, რომ გაუძლოს ზამთრის ექსტრემალურ პირობებს და თქვენი კანი და სხეული სიცივისგან დაიცვას. შარვალი დამზადებულია ხარისხიანი და წყალგამძლე მემბრანით, რაც გინარჩუნებთ სიმშრალეს თოვლში, წვიმასა და ქარში. სუნთქვადი ქსოვილი უზრუნველყოფს ოპტიმალურ ვენტილაციას, რაც ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის დროს, თავიდან გაცილებთ გადახურებას. რეგულირებადი წელითა და ფეხის მანჟეტებით, 4F თოვლის შარვალი შექმნილია იმისთვის, რომ გაუმკლავდეს ყველაფერს, რა დაბრკოლებაც ზამთრის სუსხმა შეიძლება დაგახვედროთ.
მათთვის, ვისთვისაც სტილი და ეფექტიანობა თანაბრად მნიშვნელოვანია, Atomic Revent 3L GTX სათხილამურო ქურთუკი საუკეთესო არჩევანია. ეს ავსტრიული ბრენდის თოვლის ქურთუკი თანამედროვე დიზაინსა და ტექნიკურ სრულყოფილებას აერთიანებს, რაც მოდისა და ფუნქციონალურობის სრულყოფილ შერწყმას გთავაზობთ. პრემიუმ მასალებისგან შემუშავებული და სითბოს იზოლირებული ტექნოლოგიით დამზადებული Atomic-ის ქურთუკი თავისი წყალგაუმტარი და სუნთქვადი კონსტრუქციის წყალობით, მაქსიმალურ კომფორტს ნებისმიერ ამინდის პირობებში უზრუნველყოფს, ხოლო რეგულირებადი მანჟეტები და ქუდი და სითბოს დაჭერის გარანტი ხდება.
ზამთრის სპორტით უფრო და უფრო მეტი პატარა ინტერესდება, რაც ძალიან სასიამოვნოა და ამავდროულად, საპასუხისმგებლოც. ვინაიდან, მათ განსაკუთრებული მომზადება სჭირდებათ. მშობელი, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ბავშვი საიმედოდ არის ჩაცმული, როდესაც ფერდობიდან ეშვება. ასეთ დროს, მაღალი ხარისხის თოვლის ქურთუკი აუცილებელია სიცივისა და ქარიან პირობებში სითბოსა და სიმშრალის შესანარჩუნებლად. 4F ქარგაუმტარი Softshell 5000 F153 შექმნილია იმისთვის, რომ უზრუნველყოს მაქსიმალური დაცვა ქარისა და სისვლელის შეღწევისგან და ამავდროულად, იყოს კომფორტული და მსუბუქი სატარებლად. აქედან გამომდინარე, ქარგაუმტარი და წყალგამძლე ზედაპირის წყალობით, ეს ქურთუკი ბავშვს სითბოსძალიან ცივ პირობებშიც კი უნარჩუნებს. მისი softshell კონსტრუქცია განაპირობებს მოქნილობასა და მობილურობას, რაც საშუალებას მარტივი მოძრაობის საშუალებას ყველაზე სახალისო თავგადასავლების დროსაც იძლევა. კარგად ნაფიქრი დიზაინის დეტალებით, როგორიცაა მაგალითად, რეგულირებადი მანჟეტები, მოსახსნელი ქუდი და რამდენიმე ადგილას განთავსებული ჯიბე, ეს თოვლის ქურთუკი შესანიშნავი კომპანიონია ზამთრის მომავალი ექსკურსიებისთვის.