შეიძინეთ სარემონტო მასალები Vendoo-ზე

სახლის რემონტი ძალიან სასიამოვნო, თუმცა ამასთანავე, შრომატევადი მოგზაურობაა იმ სივრცის შესაქმნელად, რომელიც თავს კომფორტულად გაგარძნობინებთ, შეგიქმნით სიმყუდროვეს და თქვენი ცხოვრების სტილის შესაბამის იდილიას. რემონტისას, სასურველი შედეგის მისაღწევად, მნიშვნელოვანია რემონტის სხვადასხვა ეტაპი და მაღალი ხარისხის მასალების გამოყენების მნიშვნელობა გვესმოდეს და რაც უფრო მნიშვნელოვანია, კარგად ვერკვეოდეთ, თუ რომელი ბრენდი შევიძინოთ და რას მივანიჭოთ უპირატესობა პროდუქტის შერჩევისას. ამ საინტერესო გზაზე, მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად, Vendoo საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ კუთხეში მოგიტანთ სარემონტო მასალებს, მანამდე კი, რემონტის ეტაპების გაცნობასთან ერთად, წარმოგიდგენთ იმ პროდუქტებისა და ბრენდების მცირე ჩამონათვალს, რომელსაც ჩვენს ონლაინ მაღაზიაში შეხვდებით: 

ეტაპი #1 – დაგეგმვა და დიზაინი

ნებისმიერი ფიზიკური სამუშაოს დაწყებამდე, განსაკუთრებით, თუ დამოუკიდებელი ძალებით პირველად აკეთებთ რემონტს, დაგეგმვისა და დიზაინის ეტაპი გადამწყვეტია. ამ დროს, მნიშნველოვანია დასახოთ მკაფიო მიზანი, შეჯერდეთ ბიუჯეტზე და არქიტექტორსა ან დიზანერთა ერთად, დეტალურად გაწეროთ რემონტის გეგმა.  

დაგეგმვისა და დიზაინის შერჩევის ეტაპის დეტალურად შედგენა, შემდგომში, ძვირადღირებული და გაუთვალისწინებელი ხარჯებისაგან დაგიცავთ. 

ეტაპი #2 – სტრუქტურული ცვლილებები

დაგეგმარების შემდეგ, სტრუქტურული ცვლილებებისა და საჭიროების შემთხვევაში, ნგრევის ეტაპი მოდის. ეს ნაწილი იმ არსებული სტრუქტურის ცვლილებას მოიცავს, რომელიც დიზაინთან თანხვედრაში არ არის, მაგალითად, ტიხრების შეცვლას, ან ამოყვანას. ამი შემდეგ კი, რემონტის ყველაზე საინტერესო ეტაპები იწყება, სადაც შემდეგი პროდუქტები განაპირობებენ ხარისხიანი და საიმედო შედეგის მიღებას: 

მაღალი ხარისხის წებოცემენტი ისეთ გამძლეობას უწზრუნველყოფს,  რომელსაც შეუძლია ტემპერატურის ცვალებადობას და ტენიანობის ზემოქმედებას დაშლისა და წებოვნების დაკარგვის გარეშე შეუძლია გაუმკლავდეს. ხოლო ხარისხიანი ფუგა, მდგრადია გახეთქვის, შეკუმშვისა და დროთა განმავლობაში, ცვეთის მიმართ. 

ამ მიმართულებით, Vendoo-ზე შეგხვდებათ მომხმარებლის რჩეული ბრენდები, რომლებმაც დაიმსახურეს ნდობა და გაამართლეს იმედები, მათ შორის, ABS, Smile და Weber

სილიკონი, წებოები და ქაფი შეუცვლელი მასალებია, რომლებიც სახლის რემონტის სხვადასხვა ეტაპზე გამოიყენება. თითოეული ეს მასალა კონკრეტულ მიზნებს ემსახურება, დალუქვასა და დაკავშირდებიდან დაწყებული, იზოლაციით დამთავრებული. შესაბამისად, იმისათვის, რომ შემდეგი ეტაპების წარმატებით დასრულება შევძლოთ, მნიშვნელოვანია, რომ მაღალი ხარისხის სილიკონი, წებოები და ქაფი გამოვიყენოთ, ვინაიდან შეიძლება ითქვას, რომ რემონტის თითოეული შემდეგი დეტალი, სწორედ ამ მასალებზე უნდა დაშენდეს. სწორედ ამიტომ, სასურველი შედეგის მისაღებად, მიზანშეწონილია შემდეგი ბრენდების პროდუქციის გამოყენება: Ingco, Master, Topmaster, Crown

წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის (სიფონი, ტრაპი, წყლის მილი, სხვადასხვა აქსესუარი) დიდი ყურადღებით შერჩევა და მონტაჟი არამხოლოდ სასურველი, არამედ აუცილებელია. პირველ რიგში, საკითხი მნიშვნელოვანია სასმელი წყლის უსაფრთხობის შესანარჩუნებლად, რაც საბოლოოდ, ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილურობას განაპირობებს. ხოლო, კანალიზაციის ხარისხიანად გაკეთება უზრუნველყოფს, მრავალი წლის განმავლობაში, უპრობლემო მუშაობასა და მოხმარებას. საქართველოში, ამ მხრივ, მომხმარებლის რჩეული ბრენდებია: Ifan, Ani Plast, Valtemo, Ketler

ელექტროობის ხარისხი საიმედოობასა და სტაბილურობას განაპირობებს. ეს გადამწყვეტია, ვინაიდან ელექტროობის ხარისხის სტანდარტის დონეებიდან ნებისმიერმა გადახრამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი უარყოფითი შედეგები, როგორიცაა მოწყობილობების დაზიანება, სისტემის გამორთვა და სხვა. ელექტროობის კუთხით, ბრენდების მცირე ჩამონათვალი, რომლებიც თანამედროვე და ხარისხიან პროდუქტებს, მაგალითად, როზეტებს, ნათურებსა, თუ რელსური განათების მოწყობილობებს გვთავაზობენ, შემდეგია: Schneider, Linus, Rabalux, New Light.

ერთ-ერთი ყველაზე აშკარა მიზეზი იმისა, თუ რატომ არის მაღალი ხარისხის სანტექნიკის გამოყენება მნიშვნელოვანი, თქვენი სახლის დაცვა და რემონტის შემდეგ მიღებული შედეგის შენარჩუნებაა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, კარგი მასალების გამოყენება მნიშვნელოვანია სანტექნიკის სისტემის მთლიანობის შესანარჩუნებლად და უსაფრთხოების ზომების დასაცავად. ამასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ესთეტიკური თვალსაზრისითაც, ვინაიდან, როგორც წესი, მაღალი ხარისხის პროდუქცია დახვეწილი ვიზუალითაც გამოირჩევა. მათ შორის:

  • Galassia იტალიური ბრენდია, რომელიც მაღალი ხარისხითა და უნიკალური დიზიანის კერამიკის ხელსაბანების კოლექციით გამოირჩევა. 
  • Alex Baitler ევროპაში ცნობილი გემრანული წარმოების ბრენდია, რომელიც 1995 წლიდან ქმნის საშხაპე კაბინებს, აბაზანებსა და აქსესუარებს. 
  • Rubineta 20 წელზე მეტია, რაც სანდო და გამძლე სანტექნიკის მოწყობილობებს (მაგალითად, შემრევ ონკანებსა და საშხაპე ონკანებს) ქმნის და ავითარებს. ბრენდის პროდუქცია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში 6წარმატებითაა წარმოდგენილი.
  • Martat აბაზანის ავეჯის მწარმოებელია, რომელიც მომხმარებელს განსხვავებულ და საინტერესო დიზაინს ხარისხის სტანდარტის დაცვით სთავაზობს. 

საღებავისა და ღებვასთან დაკავშირებული სხვა მასალების (ეპოქსიდი, გამხსნელი და გამამყარებელი, გრუნტი და ა.შ.) შერჩევა  ძალიან საპასუხიმგებლო პროცესია, ვინაიდან არასწორად შერჩეული საღებავ გარდა იმისა, რომ შესაძლოა ჩვენთვის სასურველ ფერზე არ დარჩეს, დიდი შანსია გამოირჩეოდეს იმ ნაკლოვანებებითაც, რომელსაც ახლად გარემონტებულ სივრცეში არ ვისურვებდით, მაგალითად, ნახეთქები, ფერის გახუნება და სხვა. სწორედ ამიტომ, ოპტიმალურია ვენდოთ ისეთ ბრენდებს, რომლებაც უკვე მრავალი წელია ბაზარზე თავიანთი ნიშა დაიკავეს, მაგალითად, Smile, Bidour, Champion, Alpina

დეკორატიული ფილებს შეუძლიათ უნიკალური ვიზუალური ეფექტი შექმნანს სახლის სხვადასხვა ნაწილში. იქნება ეს სამზარეულოდ, სველი წერტილები, თუ ვერანდა, დეკორატიული ფილები ელეგანტურობისა და ესთეტიკურ მომხიბვლელობას მატებს ნებისმიერ სარემონტო პროექტს. რაც მთავარია, როგორი ხასიათის შექმნაც არ უნდა გსურდეთ, ყოველთვის მოიძებნება დეკორატიული ფილა, რომელიც ზუსტად უპასუხებს თქვენს მოთხოვნებსა და გემოვნებას. 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

მსგავსი პოსტები