თანამედროვე სამყაროში, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ყოველდღოური გამოყენების ნივთევბის ფორმულა, დიზაინი და გამოყენების გზებიც კი იმაზე დაყრდნობით იქმნება, რომ როგორმე ადამიანების ცხოვრება ოდნავ უფრო მარტივი და კომფორტული გახადოს. იქნება ეს ჰიგიენური ქაღალდი, ქსოვილის სარეცხი საშუალება, თუ ჭურჭლის სარეცხი მანქანის აბები, ნებისმიერ შემთხვევაში, დამზადების ტექნოლოგია და პროდუქტის მიწოდების ფორმა უზრუნველყოფს, რომ ადამიანებმა რაც შეიძლება ნაკლები დრო დახარჯონ რუტინულ და არც ისე სახალისო საქმეებზე და თავისუფალი დრო მაქსიმალური ეფექტიანობით აითვისონ დასასვენებლად, ოჯახთან ერთად დროის გასატარებლად, მეგობრებთან გასართობად, თუ უბრალოდ, სხვა მიზნებისათვის. თუმცა, ასეთ დროსაც კი, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ როგორ ავარჩიოთ ხარისხიანი პროდუქცია და რაც მთავარია, ვიპოვოთ ბაზარზე ოპტიმალური საფასო კატეგორია. სწორედ ამიტომ, Vendoo-ზე საუკეთესო ფასად, მომხმარებლის რჩეული პროდუქტები შევკარით და ვფიქრობთ, ამ ბლოგის საშუალებით თქვენი ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილება ბევრად მარტივი და სასიამოვნო იქნება:
ჰიგიენური ქაღალდი ნებისმიერ ოჯახში ყოველდღიურობის შემადგენელი მთავარი ელემენტია, რომელიც გთავაზობთ კომფორტს და იცავს სისუფთავეს. Selpak-ის სამფენიანი სამზარეულოს ქაღალდი და სამზარეულოს ხელსახოცი მარტივად ასუფთავებს ზედაპირს და ასევე, განაპირობებს თქვენს სისუფთავეს სადილის დროს. ხოლო, Selpak-ის სამფენიანი ტუალეტის ქაღალდი და Nua-ს ტუალეტის ქაღალდი კომფორტს თავიანთი მაღალი ხარისხიდან გამომდინარე, მომხმარებლის უცვლელი არჩევანია. ამასთანავე, მათი მოცულობითი შეფუთვა შესაძლებელს ხდის პროდუქტი ერთი შეძენით დიდი ხნის განმავლობაში მოიმარაგოთ.
დაგროვილი გასარეცხი ტანსაცმლის რეცხვის დღე სწორად შერჩეულ პროდუქტებთან ერთად, სულაც აღარ იქნება დასაზარი საქმიანობა. Tide-ის ფერადი ქსოვილის სარეცხი საშუალება ავტომატური რეცხვისთვის და Ariel-ის სარეცხი ფხვნილი შექმნილია თქვენი ტანსაცმლის სიცოცხლისუნარიანობისა და სიახლის შესანარჩუნებლად. ხოლო, თუ ღრმა ლაქების მოშორება მხოლოდ ერთი სარეცხი საშუალებით გსურთ, მაშინ Persil Power Caps Color კაფსულები ნამდვილად საუკეთესო არჩევანია. Bingo-ს სარეცხი სითხე და Frosch–ის ქსოვილის დამარბილებელი ნუშის რძით თქვენს ტანსაცმელზე სასიამოვნო სურნელს ტოვებს და შეხებისას, ქსოვილს იდეალურ სირბილეს უნარჩუნებს.
თუ აქამდე არ იცოდით, გეტყვოთ, რომ ხშირ შემთხვევაში, ქსოვილიდან არასასურველი ლაქებისა და სუნის მოშორება, ქიმწმენდაში ვიზიტის გარეშე, სახლის პირობებშიც სრულიად შესაძლებელია. Frosch-ის ლაქების ამომყვანი სითხე არის მაშველი რგოლი ტანსაცმლის მოულოდნელად დალაქავების დროს. ხოლო HG-ის სუნის მქონე ფეხსაცმლის ფხვნილი თქვენს ფეხსაცმელს სისუფთავის სურნელს უნარჩუნებს. გარდა ამისა, ალბათ, ბევრისათვის საინტერესოა ისიც, რომ HG-ის დეოდორანტისა და ოფლის ლაქების მოსაშორებელი სპრეი ძალისხმევის გარეშე ებრძვის ოფლის ლაქებს, ანიჭებს თქვენს ტანსაცმელს სიახლის იერს და სასიამოვნო სურნელს.
ჭურჭლის სარეცხი საშუალებების შერჩევისას, იქნება ეს ხელით რეცხვისა თუ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გამოყენებისთვის, მნშვნელოვანია ისეთი დეტერგენტის პოვნა, რომელიც წმინდად ასუფთავებს ჭურჭელს და ამასთანავე, არ აუხეშებს კანს, ან არ ვნებს ჩვენს სარეცხ მანქანას. Fairy-ს ჭურჭლის სარეცხი მანქანის კაფსულა პლატინიუმი გავსებულ ჭურჭლის სარეცხ მანქანას 33-ჯერ გარეცხავს. ხოლო, ხელით რეცხვის შემთხვევაში, Frosch-ის ჭურჭლის სარეცხი სითხე ალოე ვერას სურნელით ადვილად აშორებს ცხიმსა და ჭუჭყს, რაც უზრუნველყოფს ჭურჭლის სისუფთავეს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. მათთვის კი, ვისაც არც გარემოზე ზრუნვა ავიწყდებათ, Frosch-ის ჭურჭლის სარეცხი მანქანის ტაბლეტები გთავაზობთ სოდის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს, რომელიც იდეალურად აშორებს ცხიმს და ჭურჭლის სარეცხი მანქანისთვის არ საჭიროებს დამატებითი მარილის გამოყენებას.
ეფექტურად გაუმკლავდით დასუფთავების სამუშაოებს Vendoo-ს უნივერსალური საწმენდი საშუალებებით. Domestos-ის უნივერსალური გამწმენდი საშუალება (500 მლ) უზრუნველყოფს სრულყოფილ დეზინფექციას სხვადასხვა ზედაპირებზე, ხოლო Cif-ის უნივერსალური გამწმენდი ფრეზია და იასამნისფერი არომატით (750 მლ) ტოვებს სასიამოვნო ყვავილოვან სურნელს. Frosch-ის ტუალეტის გამწმენდი გელი ლავანდის ექსტრაქტით (750 მლ) აერთიანებს ეფექტურ წმენდას დამამშვიდებელ ლავანდის არომატს, რაც ტუალეტის წმენდას უფრო სასიამოვნო საქმედ აქცევს.
იყო დრო, როცა სხვადასხვა ტიპის ზედაპირებისათვის განსხვავებული საწმენდი საშუალებების შეძენა გვიწევდა, რაც პირველ რიგში, დიდ ფინანსურ დანახარჯთან და ასევე, გამოყენების კუთხით არაკომფორტულობასთან ასოცირდებოდა. დღეს კი, თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, არსებობს უნივერსალური საწმენდი საშუალებები, რომლებიც სხვადასხვაგავრი ზედაპირის გაწმენდას ერთი პროდუქტის მეშვეობით გვთავაზობენ. მაგალითად, Domestos-ის უნივერსალური გამწმენდი საშუალება სრულყოფილ დეზინფექციას სხვადასხვა ზედაპირის შემთხვევაშიც უზრუნველყოფს, ხოლო Cif-ის უნივერსალური გამწმენდი, ფრეზიასა და იასამნისფერი არომატით, გამოყენების შემდეგ სასიამოვნო ყვავილოვან სურნელს ტოვებს. Frosch-ის ტუალეტის გამწმენდი გელი ლავანდის ექსტრაქტით საპირფარეშოს უნაკლოდ გაწმენდასთან ერთად, სივრცეში სასიამოვნო სუნსაც ტოვებს. Bagi-ს ხის ავეჯის საწმენდი სპრეი rahitit ასუფთავებს და აპრიალებს ყველა სახის ავეჯსა და ხის ზედაპირს. ადვილად აშორებს ლაქებს, ჭუჭყს, თითის ანაბეჭდებს. HG-ის ლამინატის საწმენდი სითხე იდეალურად ასუფთავებს იატაკის ზედაპირებს.
საწმენდ საშუალებებთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ მოწყობილობების მართებულად და ჭკვიანურად შერჩევა, რომელსაც დალაგებისა და წმენდის პროცესში მოვიხმართ. Vileda-ს იატაკის ორთქლით საწმენდი მოწყობილობა სტიმ მოპი steam plus 3.0 ორთქლით წმენდის ფუნქციის გამოყენებით, იდეალური საშუალებაა გაწმინდოთ ღრმად დაბინძურებული იატაკი ან ხალიჩები. Vileda იატაკის საწმენდი ჯოხი სახელურით აქტივ მაქს მოპი სპეციალურად არის შექმნილი პარკეტისა და ლამინატის სველი წმენდისთვის. იგი არ აზიანებს ზედაპირს და უნარჩუნებს მას თავდაპირველ ელფერს. Vileda ტილო ღრუბელი მიკროფიბრა სუპერ შემწოვი არის სამზარეულოს ზედაპირების საუკეთესო მეგობარი, რომელიც ზედაპირებს კარაგდ აშორებს ჭუჭყსა თუ ლაქებს, იწოვს დიდი ოდენობით სითხეს და არ იკიდებს უსიამოვნო სუნს. მათთვის კი, ვინც ჭურჭლის რეცხვას ხელიტ ამჯობინებს, VILEDA-ს ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი, რომელიც დამზადებულია პოლიმერული ბოჭკოსგან კარგად შეიწოვს წყალს და არ საჭიროებს განსაკუთრებულად დიდი ოდენობით საწმენდი სითხის გამოყენებას იმისათვის, რომ კარგად გარეცხოს ჭურჭელი.