შინაური ცხოველის ყოლა დიდი პასუხისმგებლობის აღებას გულისხმობს, რის ფარგლებშიც უმთავრესია თქვენი ბეწვიანი მეგობრისთვის საუკეთესო პირობების შექმნა და მათთვის სიყვარულის ჩვენება. როგორც წესი, ოჯახში, სადაც ერთ-ერთი ოჯახის წევრი ძაღლია, ადამიანების სურვილია საუკეთესო საკვებით, სათამაშოებითა და გარემოთი გაანებივრონ მათი ბეწვიანი კომპანიონი. ამიტომაც, იმისათვის, რომ ძაღლის მოვლის პროცესი მაქსიმალურად კომფორტული და ხელმისაწვდომი გახდეს, Vendoo-ზე ყველა საჭირო ნივთი და აქსესუარი მოვაგროვეთ, რომელიც ამ საინტერესო თავგადასავლისას შეიძლება დაგჭირდეთ:
ის, თუ რომელ და როგორ კვებას შევურჩევთ ძაღლს მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, ჯიშზე, ზომაზე, ასაკსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ამიტომაც, აქ ვეტერინარების რჩეულ ბრენდებს გაგაცნობთ.
Monge ძაღლის მშრალი საკვები ორაგული ბრინჯით
ზრდასრული მინი ჯიშის ძაღლები სპეციალურ კვებას საჭიროებენ, რატა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელ ზღვარზე შენარჩუნდეს. სწორედ ასეთ დროს, Monge Specialty Line ბუნებრივ სუპერ პრემიუმ ფორმულას გთავაზობთ, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხის ორაგულისა და ბრინჯის შემცველობით, რაც თქვენი ოთხფეხა მეგობრისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებების ოპტიმალური რაოდენობით მიწოდებას უზრუნველყოფს. Monge-ს საკვები მდიდარია ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავებით, ამიტომაც ეს ფორმულა ხელს უწყობს კანის სიჯანსაღისა და მბზინავი ბეწვის წარმოქმნას, ასევე ეხმარება სახსრების ჯანმრთელ მდგომარეობაში შენარჩუნებას და დადებითად აისახება ცხოველის ყოველდღიურ ენერგიულობაზე.
Acana Classics Prairie Poultry ზრდასრული ძაღლებისა და ლეკვებისთვის
ზოგერ, ისეც ხდება, რომ დიდ ფუმფულა მეგობრებთან ერთად, ძალიან პატარა ცხოველებიც გვყავს. ასეთ დროს, საკმაოდ რთულია აკონტროლო და დააორგანიზო თითოეულის კვება ისე, რომ მათ, შემთხვევით, ერთმანეთის საკვები არ მოიპარონ და თავიანთი მსუნაგი ხასიათის გამო, რაიმე პრობლემა არ შეიმნან. სწორედ მსგავსი შემთხვევებისთვის, Acana Classics Prairie Poultry არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი არჩევანი როგორც ზრდასრული ძაღლების, ასევე ლეკვებისთვის. იგი დამზადებულია ახალი, მინერალებიტ მდიდარი ინგრედიენტებით, მათ შორის, ქათმისა და ინდაურის ხორცით. Acana-ს რეცეპტი ცილოვან სტურქუტურას და ნაკლებ ნახშირწყლებს შეიცავს, რაც ძალიან ახლოსაა ძაღლების ბუნებრივ დიეტასთან. ხილის, ბოსტნეულისა და ბოტანიკური ნაზავით, Acana, თქვენი ძაღლის კეთილდღეობისათვის, დაბალანსებულ კვების რაციონს ცხოვრების ყველა ეტაპზე უზრუნველყოფს.
Advance Protect Initial ლეკვებისა და ორსული და მეძუძური ძაღლებისთვის
დედობის სტადიაზე მყოფ ძაღლებს განსაკუთრებული მოფრთხილება და მოვლა სჭირდებათ, რაც თავისთავად, და ითვალისწინებს სპეციალურ კვებას ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, რაც მნიშვნელოვანია მათი ჯანმრთელობისა და ლეკვების სწორი განვითარებისთვის. Advance Protect Initial ისეთი აუცილებელი საკვები ნივთიერებებითაა შექმნილი, როგორიცაა DHA და კოლოსტრუმი, რაც პირველ რიგში, გადამწყვეტია ლეკვების ტვინის და იმუნური ფუნქციების განვითარებისათვის. გარდა ამისა, ეს ფორმულა ზუსტად ერგება დედის კვების სპეციფიკურ საჭიროებებს და უზრუნველყოფს მისი ორგანიზმის სიჯანსაღესა და სიძლიერეს.
Purina Pro Plan OptiDigest დიდი ზომის ზრდასრული ძაღლებისთვის
დიდი ზომის, ძლიერ და ზრდასრულ ძაღლებს მათი ზომისა და ენერგიის დონის შესანარჩუნებლად სხვადასხვა საკვები ნივთიერებით კარგად გაჯერებული და მაღალი ხარისხის საჭმელი სჭირდებათ. Purina Pro Plan OptiDigest დაკომპლექტებულია მაღალი ხარისხის ინგრედიენტებითა და პრებიოტიკებით, რათა ხელი შეუწყოს საჭმლის მომნელებელი სისტემის სიჯანსაღეს და საკვები ნივთიერებების სწორად შეწოვას. Pro Plan OptiDigest, ადვილად ასათვისებელი ცილების და ბოჭკოვანი წყაროების ნაზავით, გარდა იმისა, რომ კარგად ანაყრებს ჩვენს დიდთათება მეგობრებს, უზრუნველყოფს მათ სიმსუბუქესა და ენერგიულობას, მთელი დღის განმავლობაში.
გარდა იმისა, რომ ცხოველს ხარისხიანი და დაბალანსებული კვება ესაჭიროება, არანაკლებ მნიშნველოვანია მათი სხვადასხვა ტიპის სასუსნაოთი დაჯილდოებაც, რაც რამდენიმე ფაქტორის გამო, განსაკუთრებით მნიშნველოვანია. პირველ რიგში, სასუსნაოები გეხმარებათ იმაში, რომ ძაღლის წვრთნისა და ვარჯიშის პროცესი გამარტივდეს და სახალისო გახდეს როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი ოთხფეხა მეგობრისთვუსაც, ამისათვის, TiTBit-ი სპეციალურ სავარჯიშო სნეკებს გთავაზობთ. TitBit-ის სნეკები, მაგალითად, ძაღლების საყვარელი არჩევანი – გაკვანძული ძვალი, დამზადებულია ბუნებრივი ინგრედიენტებისგან, რაც კარგი ქცევის აღსანიშნავად გემრიელ სტიმულს იძლევა.
თამაში და ფიზიკური აქტივობა ჯანმრთელი ძაღლის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. იქნება ეს გარე, თუ შიდა სივრცის აქტივობა, Vendoo-ზე თქვენი ძაღლისთვის ნებისმიერი ტიპის და სტრუქტურის სათამაშოს აღმოაჩენთ. მათ, ვისი ცხოველის საყვარელი გასართობიც ბურთით თამაშია, Kong-ის ბრენდის Duramax Ball-ი შეუცვლელი ატრიბუტი გახდება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თამაშისა და ვარჯიშის შერწყმა გსურთ, პოპულარული არჩევანი Puller-ი იქნება. ისეთ დროს კი, როცა ლეკვს კბილები ექავება, ძალიან კარგია ისეთი საღეჭის გამოყენება, რომელიც გემოთიც მიიზიდავს მას, მაგალითად, M-Pets ძაღლის სათამაშო ძვალი საქონლის ხორცის არომატით.
ყველასათვის ცნობილია, რომ მტკიცე და კომფორტული საყელო აუცილებელია ძაღლთან ერთად ყოველდღიური სეირნობისა და სხვადასხვა აქტივობის დროს. WAUDOG-ის კლასიკური საყელო ორ ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტს ხარისხსა და გამძლეობას აერთიანებს, თუმცა ამასთანავე, ძალიან თანამედროვე დიზაინითაც გამოირჩევა. რეგულირებადი ზომისა და უსაფრთხო საკეტის წყალობით, ეს საყელო უსაფრთხოებასა და კომფორტს თქვენი ბეწვიანი თანამგზავრისთვის უზრუნველყოფს. სეირნობის დროს დამატებითი თავისუფლებისა და კონტროლისთვის, საიმედო საბელი გადამწყვეტი აქსესუარია. სწორედ ამიტომ, Flexi Roulette გთავაზობთ მოქნილილ და გამძლე რულეტს, რაც თქვენს ძაღლს საშუალებას აძლევს უსაფრთხოდ და კომფორტულად დაიკმაყოფილოს ცნობისმოყვარეობა და გამოიკვლიოს სასეირნო არეალი.