საახალწლო რეზოლუცია, რომ წელს მეტი დრო დავუთმოთ საკუთარ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ხშირად, ფიტნეს დარბაზებთან უფრო აქტიური მეგობრობით გამოიხატება, თუმცა მიუხედავად სურვილისა, ვერ ვპოულობთ ზოგჯერ დროს და ზოგჯერ კი შესაბამის ადგილს, რომელიც ჩვენს საჭიროებებსა და გრაფიკს მოერგება. მაგალითად, რომელიც იქნება სახლთან ძალიან ახლოს, რომ საცობებსა და წინ და უკან სიარულში დრო არ დავკარგოთ და სადაც მისვლას შევძლებთ ჩვენთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს. ერთი შეხედვით, მსგავსი ადგილის პოვნა მარტივი სულაც არ არის, თუმცა ძალიან ადვილია მისი მოწყობა საკუთარ სახლსა თუ მრავალსართულიან ბინაში, თუ მცირე თავისუფალი სივრცე მაინც გაქვთ. ამიტომაც, სწორედ იმისათვის, რომ საკუთარ თავთან დადებული პირობების შესრულებაში დაგეხმაროთ, ამ ბლოგში, გაგაცნობთ ყველა იმ სპორტული ინვენტარის ჩამონათვალს, რაც სახლის ფიტნესდარბაზის მოსაწყობადაა საჭირო.
ფიზიოლოგი ქეით ლოუტონი ამბობს, რომ სახლის სპორტული დარბაზის შექმნას დიდი დრო და ფინანსური რესურსი სულაც არ სჭირდება, მთავარია ეფექტიანი ვარჯიშისთვის საჭირო რამდენიმე საბაზისო ინვენტარისა და აქსესუარის მობილიზება.
როდესაც პირველად იწყებთ სახლში ვარჯიშს, დაფიქრდით იმაზე, თუ რა ტიპის ვარჯიშს გეგმავთ და რამდენად ხშირად. ამ საკითხების შესახებ პასუხების პოვნა დაგეხმარებათ გაიგოთ რამდენად დიდი სივრცე დაგჭირდებათ და რა ტიპის აღჭურვილობას გამოიყენებთ ყველაზე მეტად.
მათთვის, ვისაც იოგა და პილატესი იზიდავს, კომფორტული სივრცის გამონახვა ნებისმიერი ზომის სახლში მარტივია ვინაიდან ამ ტიპის ვარჯიშებისათვის სავარჯიშო ხალიჩა და შესაბამისი პილატესის სავარჯიშო ნაკრები, რომელიც მცირეწონიან ჰანტელს, პილატესის რგოლსა და სხვა რამდენიმე აქსესუარს მოიცავს, სრულიად საკმარისია.
სხვა შემთხვევაში, ყველაზე გავრცელებული და პოპულარული HIIT (High Intensity Training) ვარჯიშებია, რაც მონაცვლეობს კარდიო და წონებით ვარჯიშს შორის, რისთვისაც შემდეგი ტრენაჟორები შესანიშნავი ვარიანტია:
ველოტრენაჟორი შესანიშნავია კარდიო ვარჯიშისათვის და მრავალი უპირატესობაც ახასიათებს. იგი ზრდის კუნთების ტონუსს,განსაკუთრებით კარგია ფეხებისთვის და ასევე, შეიძლება ერთ-ერთი საუკეთესო ტრენაჟორი იყოს კალორიების დასაწვავად.
ვისთვისაც კარდიო სირბილთან ასოცირდება, სარბენი ბილიკი სწორედ მათთვისაა. სარბენი ბილიკის ფლობა საშუალებას გაძლევთ ივარჯიშოთ ყოველდღიურად და თანაც, მაშინაც კი, როდესაც აკეთებთ სხვა საქმეებს, როგორიცაა საყვარელი სატელევიზიო შოუს ყურება ან მუსიკის მოსმენა. გარდა ამისა, სარბენ ბილიკზე ვარჯიშს არ სჭირდება განსაკუთრებული სპეციფიკაციების ცოდნა, რაც მას ოჯახის სხვა წევრებისთვისაც მარტივად გამოსაყენებელს ხდის.
სავარჯიშო სკამი განკუთვნილია როგორც ზედა ტანის, ასევე ქვედა ტანისათვის არსებული ვარჯიშების შესასრულებლად. მისი დახმარებით ძალიან მარტივი ხდება წონებით ვარჯიში და სასურველი შედეგის მიღება.
ჰანტელები და სიმძიმეები ერთ-ერთი საბაზისო ელემენტებია, რომელიც სახლის ფიტნესდარბაზის მოწყობისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. აქ, მთავარია იცოდეთ შესაბამისი წონა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძინოთ თქვენთვის გამოსადეგი აქსესუარი. დამწყებები, როგორც წესი, საკმაოდ დაბალ წონებს ანიჭებენ უპირატესობას, რათა თავიდან აირიდონ სხვადასხვა დაზიანებისა და არასასურველი დაჭიმულობის რისკი. გამოცდილი მოვარჯიშეები კი, იყენებენ ისეთ სავარჯიშო აქსესუარებსაც, როგორიცაა მაჯის სიმძიმეები და სხვა.
როგორც ხედავთ, სურვილისა და მონდომების შემთხვევაში, სახლში სავარჯიშო დარბაზის მოწყობაც კი ძალიან მარტივი ხდება. რაც მთავარია, ინვენტარის შეძენის პროცესი განსაკუთრებით სასიამოვნო ხდება Vendoo-სთან ერთად, სადაც ღილაკზე თითის რამდენიმე მოძრაობით, სახლიდან გაუსვლელად შეარჩევთ საჭირო ნივთებს.