ყველაფერი რუჯის მოყვარულთათვის ვენდუზე

ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ზაფხულის მოახლოება მცხუნვარე მზესთან მიფიცხებასა და ზღვის ტალღებში დასვენებასთან ასოცირდება, სანატრელი პერიოდი დადგომამდე, არსებობს აუცილებელი და გარდაუვალი ეტაპი, რომელსაც საზაფხულო სამზადისი ჰქვია. ამ დროს, პირველ რიგში, ვგეგმავთ თუ რა პერიოდში ვაპირებთ დასასვენებლად წასვლას, ვადგენთ საცხოვრებელ ქალაქთან ახლოს მდებარე საზაფხულო გართობის ობიექტების სიას, მაგალითად, საუკეთესო აუზები, თუ საპიკნიკე სივრცეებიი და რაც მთავარია, უხვად ვიმარაგებთ ყველანაირ პროდუქტს, რომელიც რუჯის მიღებაში დაგვეხმარება და ამავდროულად, მზის არასასურველი დასხივებისაგანაც დაგვიცავს. სწორედ ამიტომ, ამ ბლოგში ისეთი პროდუქტების ჩამონათვალი შევაგროვეთ, რომლებიც 2024 წლის ზაფხულისათვის თქვენი საუკეთესო არჩევანი გახდება: 

სანამ მზისგან დამცავის შეძენის გადაწყვეტილებას მიიღებთ, რაც უნდა იცოდეთ არის, რომ არსებობს მზისგან დამცავი საშუალებების ორი ტიპი: მზისგან დამცავი ქიმიური დამბლოკავი და ფიზიკური დამბლოკავი. ქიმიური ტიპის მზისგან დამცავი საშუალებები ულტრაიისფერ სხივებს კანში შთანთქმითა და შემდეგ გამოთავისუფლების საშუალებით ბლოკავს მათ. მსგავს პროდუქტებში გავრცელებული აქტიური ინგრედიენტებია ავობენზონი, ოქსიბენზონი და ოქტინოქსატი. ხოლო, ფიზიკური ტიპის მზისგან დამცავი საშუალებები კანზე თეთად ზის და ულტრაიისფერ სხივებს კი არ იწოვს, არამედ თავიდანვე ირეკლავს. ამ ორი სხვადასხვა ტიპის პროდუქტს საერთო აქტიური ინგრედიენტებიც გააჩნიათ, რომლებიცაა თუთიის ოქსიდი და ტიტანის დიოქსიდი.

ამასთანავე, არსებობს გარკვეული თვისებები, რომლებიც ორივე ტიპის მზისგან დამცავ საშუალებასთანაა კავშირში, რაც იმას განსაზღვრავს, თუ რომელი რა ფუნქციას ასრულებს. ქიმიური მზისგან დამცავი საშუალებები, როგორიცაა La Roche-Posay-ის მზისგან დამცავი უფრო მდგრადია წყლისა და ოფლის მიმართ და უფრო სწრაფად შეიწოვება კანში. 

ფიზიკური, ან „მინერალური“ მზისგან დამცავი საშუალებები, როგორიცაა SuperGoop მინერალური მზისგან დამცავი სახის ლოსიონი, უფრო ნაზია (ნაკლებად აღიზიანებს მგრძნობიარე კანს) და უფრო დამატენიანებელია, ვიდრე ქიმიური მზისგან დამცავი საშუალებები. 

აქვე, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ზაფხულში მხოლოდ მზესთან მიფიცხებისას კი არა, არამედ უბრალოდ ქუჩაში გადაადგილებისასაც მზის დასხივების ქვეშ ვიმყოფებით, ამიტომაც აუცილებელია ყოველდღიურობაში დავნერგოთ მზის დამცავის გამოყენება, მაგალითად, ასეთი შემთხვევებისთვის ოპტიმალური ვარიანტია Payot Sunny მზსგან დამცავი რძე 30 SPF. 

კანის მოვლა მხოლოდ მზესთან მიფიცხებისას დაცვას როდი გულისხმობს, არამედ იმისათვის, რომ თმა და კანი მზის შემდგომაც დავიცვათ გამოშრობისაგან და თან, დიდხანს შევინარჩუნოთ მიღებული რუჯი, მნშვნელოვანია თუ რა პროდუქტებს გამოვიყენებთ ჰიგიენური მიზნებისა და დატენიანებისათვის. Nuxe After Sun Hair And Body Shampoo სხეულისა და თმის დასაბანი გელი ნაზად აშორებს ქვიშის, მარილის, ქლორისა და ულტრაიისფერი მზისგან დამცავი საშუალებების ნებისმიერ კვალს. სულფატების გარეშე შექმნილი ეს ფორმულა ატენიანებს და ასუფთავებს კანს და თმას რბილსა და გლუვს ხდის; Nuxe-ის After Sun კოლექციის გამოყენება სასიამოვნოა იმ კუთხითაც, რომ იგი შეუდარებელ სურნელს ტოვებს თქვენს კანზე.  

კანის გასუფთავების შემდეგი ეტაპი მისი დატენიანებაა, რა დროსაც Douglas After Sun Cooling Gel სხეულის დამატენიანებელი კრემი ნამდვილი შვებად მოგევლინებათ. მისი მსუბუქი, უცხიმო ტექსტურა შეიცავს ალოე ვერას. იგი სწრაფად აღწევს კანში და მყისიერად გამაგრილებელი ეფექტით ღრმად ატენიანებს მას. 

მზის გულზე ყოფნისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თვალსაც არანაკლები მოვლა სჭირდება. ამ თემაზე საუბრისას, ზოგჯერ, წარმოიშვება კითხვა, არის თუ არა სათვალე კიდევ ერთი მოდური აქსესუარი, თუ უბრალოდ თვალია ჯანმრთელობისა და კარგი მხედველობის შენარჩუნების გასაღები?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან მარტივია, ვინაიდან ეს ის შემთხვევაა, როცა ერთი მეორეს არ გამორიცხავს. როგორც ელიოტ ლევინი, მედიცინის დოქტორი და ოფთალმოლოგი ამბობს: „მზის სათვალეები დღეს მოდურ აქსესუარადაა მიჩნეული, თუმცა მათი ტარება, ასევე, ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. აღსანიშნავია, რომ თვალის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ წყალში ან მის მახლობლად იმყოფებით. ვინაიდან, ასეთ დროს, არა მხოლოდ მზის პირდაპირი დასხივებით გამოწვეული ზემოქმედების ქვეშ ხართ, არამედ თქვენ ასევე წყლის მიერ არეკლილ სხივებთანაც გაქვთ საქმე.”

როგორც ირკვევა, მზის სათვალეების ტარების ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა ის არის, რომ ისინი თქვენს თვალებს ულტრაიისფერი (UV) სინათლისგან იცავს. ულტრაიისფერმა გამოსხივებამა შეიძლება მავნე ზემოქმედება  ქუთუთოზე, რქოვანაზე, ბროლსა და ბადურაზე იქონიოს. 

ამიტომაც, გარდა იმისა, რომ მზის სათვალე სტილისა და ყოველდღიურობის დამამშვენებელი აქსესუარია, მისი გამოყენება მნშვნელოვანია დამცველობითი მიზნებისათვის. მათ, ვისაც თანამედროვე სტილის სათვალეები იტაცებთ, Vendoo-ზე ძალიან პოპულარული და საკმაოდ ხელმისაწვდომი ბრედნების Barner-ისა და IZIPIZI-ს კოლექციებს აღმოაჩენენ. 

მას შემდეგ, რაც ლამაზი რუჯის მიღებასა და ჯანმრთელობის დაცვაზე ვიზრუნებთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ისეთი აქსესუარები, რომლებსაც ჩვენ საზაფხულო დასვენებაში კომფორტი შემოაქვთ. წყალთან მაქსიმალური სიახლოვისა და მასზე ლივლივის საუკეთესო პარტნიორი რომ წყლის გასაბერერი ლეიბია, ამაზე, ალბათ, ყველა ვთანხმდებით. Intex 58836 გასაბერი ლეიბი კომფორტული თავის დასადები ბალიშითა და ბადისებრი ძირით, რუჯის მიღების პროცესს, თუ უბრალოდ წყალში მოსვენებას, წარმოუდგენლად სასიამოვნოს გახდის. მათთვის კი, ვისაც სანაპიროზე ნებივრობისას, ტალღებზე მიყურადება, საყვარელი მუსიკის მოსმენა, თუ წიგნის კითხვა უყვართ, Intex-ის გასაბერი ბალიში ქვიან სანაპიროზეც კი, მაქსიმალური კომფორტის მომნიჭებელი იქნება. 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

მსგავსი პოსტები