ყველაფერი პირის ღრუს სიჯანსაღისთვის

პირის ღრუს მოვლა კბილებისა და ღრძილების სიჯანსაღეს უწყობს ხელს, რაც ნიშნავს ნაკლებ დახარჯულ ფულად, დროით და მენტალურ რესურსს ისეთ საკმაოდ მტკივნეულ საკითხზე, როგორიც კბილთან დაკავშირებული პრობლემებია. იმისთვის, რომ ჯანსაღი კბილები მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგყვეთ, არსებობს რამდენიმე რამ, რისი დამატებაც თქვენს ყოველდღიურობაში სასურველი შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ. 

  • პირველ რიგში, სტომატოლოგები გვირჩევენ, დავლიეთ ფტორირებული წყალი და კბილიც ფტორიანი კბილის პასტით გავიხეხოთ.
  • დავიცვათ პირის ღრუს კარგი ჰიგიენა, რისთვისაც საჭიროა კბილები დღეში ორჯერ – დილით და საღამოს – კარგად გავიხეხოთ. ამასთანავე, ყოველდღიურად გამოვიყენოთ სპეციალური ძაფი, რომელიც კბილებს შორის არსებულ ნადებს აშორებს.  
  • რაც მთავარია, სტომატოლოგს წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ვეწვიოთ, მაშინაც კი, თუ ერთი შეხედვით არაფერი გვაწუხებს.

გარდა ამ სამი მნიშნველოვანი ასპექტისა, აუცილებელია გამოვიყენოთ ხარისხიანი პროდუქტები, რათა თავიდან ავირიდოთ პირის ღრუს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არასასურველი გართულებები. სწორედ ამიტომ, ამ ბლოგში რამდენიმე ძალიან საჭირო და თან, პოპულარული პროდუქტები შევკრიბეთ, რაც ვფიქრბოთ, საქმეს ნამდვილად გაგიმარტივებთ: 

კბილის პასტა პირის ღრუს მოვლის ის პროდუქტია, რომელსაც ყველა ადამიანი იყენებს. მისი დახმარებით კბილებს ბაქტერიებს, ნადებსა და საჭმლის ნარჩენებს ვაშორებთ. თუმცა, აქაც მნიშნელოვანია სწორად შევარჩიოთ ჩვენი ღრძილებისა და კბილებისათვის საჭირო კბილის პასტა, თავისი შემადგენლობითა და მოქმედებით, მაგალითად: 

  • Curaprox Enzycal Zero-ს აქვს აბრაზიული ნაწილაკების ნულოვანი ნიშანი, რაც მას იდეალურს ხდის მგრძნობიარე კბილების ან ღრძილების მქონე ადამიანებისთვის. რეალურად, ამ კბილის პასტის მაგია მის ფერმენტულ მიდგომაშია. Enzycal Zero იყენებს ფერმენტების ძალას, რათა დაშალოს ნადები და გააძლიეროს მინანქარი. ეს ნაზი, მაგრამ ამასთანავე ძლიერი ფორმულა სრულყოფილად წმენდს კბილებს და სიჯანსაღეს უნარჩუნებს პირის ღრუს. გარდა ამისა, Curaprox-ი თავისუფალია არასაჭირო დანამატებისგან, როგორიცაა SLS (ნატრიუმის ლაურილ სულფატი) და ტრიკლოზანი.
  • Marvis კბილის პასტა სტომატოლოგიური ჰიგიენის ის პროდუქტია, რომელიც ხარისხთან ერთად ვიზუალური სტილითაც გამოირჩევა. გარდა ამისა, ის, რაც Marvis-ს გამოარჩევს, არის მისი დახვეწილი გემოების ასორტიმენტი და მისი ელეგანტური, ვინტაჟით შთაგონებული შეფუთვა. კლასიკური პიტნიდან დაწყებული, ჟასმინითა და ჯანჯაფილით დამთავრებული, Marvis-ი ძალიან სასიამოვნო გამოცდილებას გთავაზობთ. 
  • კბილის პასტის დისპენსერი ისეთი ნივთია ნებისმიერ ოჯახში რო ძალიან გამოსადგეია. მისი დახმარებით, ძალიან სწრაფად და მარტივად ასრულებთ დილისა და საღამოს პირის ღრუს მოვლის რუტინას.  

უმეტესად, სტომატოლოგიური ძაფების გამოყენება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კბილების გახეხვა. ძაფების გამოყენება ასტიმულირებს ღრძილებს და ამცირებს ნადებს კბილების ნაპრალებს შორის. როგორც წესი, კბილების გახეხვა მხოლოდ 60-65%-ს ასუფთავებს ზედაპირს. ძაფების გამოყენება კი მნიშვნელოვანია კბილებს შორის ბაქტერიების მოსაშორებლად. Vendoo-ზე, ORAL-B კბილის ძაფი პიტნის არომატით მომხმარებლის რჩეულია კბილის ძაფებს შორის. Oral-B Pro-Expert Floss გეხმარებათ თანაბრად და ღრმად გაიწმინდოთ კბილები. მისი რბილი ტექსტურა ნაზად მოქმედებს ღრძილებზე და საუკეთესოა ნადებისა და საკვების ნაწილაკების მჭიდრო ადგილებიდან მოსაცილებლად. 

პირის ღრუს სავლები საშუალებების გამოყენება უზრუნველყოფს სრულად ჯანსაღი სტომატოლოგიური რუტინის ყოველდღიურობაში გაცოცხლებას. კბილის გახეხვას, ძაფით გაწმენდასა და რეგულარულ სამედიცინო შემოწმებასთან ერთად, სწორი პირის ღრუს სავლების შერჩევასა და მის სათანადო გამოყენება, დადებით შედეგს ძალიან მალე გახდის შესამჩნევს. რაც მთავარია, სუნთქვის გაჯანსაღებასთან ერთად, პირის ღრუს სავლები, ასევე კლავს უსიამვნო სუნთქვის გამომწვევ ბაქტერიებსაც. როგორც წესი, მსგავსი სავლებები შეიცავს ჰიდროგენის პეროქსიდს, რომელიც კბილს გათეთრებაში ეხმარება. 

Curaprox-ის ულტრა თხელი კბილის ჯაგრისები წარმოუდგენლად ნაზია ღრძილების მიმართ და ამავე დროს, ძალზე ეფექტური კბილების ზედაპირიდან ნადებისა და ნარჩენების მოსაცილებლად. ტრადიციული ნეილონის ჯაგრისგან განსხვავებით, ეს ჯაგრისი, ასევე ნაკლებად იკრავს ბაქტერიებს, რაც უზრუნველყოფს მეტ სისუფთავეს.

ის, რაც Curaprox-ის კბილის ჯაგრისებს ნამდვილად გამოარჩევს, არის მათი ერგონომიული დიზაინი. იდეალურად დახრილი ჯაგარი და თხელი ჯაგრისის თავი საშუალებას იძლევა სრული სიზუსტით გაიწმინდოს ძნელად მისადგომ ადგილებშიც კი, რაც ხელს უწყობს პირის ღრუს საფუძვლიან ჰიგიენას ნაზი ღრძილების გაღიზიანების ან დაზიანების გარეშე. 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

მსგავსი პოსტები