წელიწადის რომელი დროც არ უნდა იყოს, ავტომობილის სისუფთავის შენარჩუნება თანაბრად აქტუალურია როგორც ზამთრის ცივ, ასევე ზაფხულის ცხელ დღეებში. სხვადასხვა ტიპის აქსესუარისა და საწმენდი საშუალების გამოყენებით, ძალიან მარტივად და კომფორტულად, რაც მთავარია, მინიმალური ძალისხმევის გამოყენებით, შესაძლებელია ჩვენს მანქანას სასიამოვნო სურნელი მივანიჭოთ და თავდაპირველი ბზინვარებაც შევუნარჩუნოთ. ამიტომაც, ამ ბლოგში, იმ პროდუქტებს გაგაცნობთ, რომელთა მეშვეობითაც საუკეთესო შედეგს მომენტალურად მიიღებთ:
ავტომობილში ჩაჯდომისას, პირველი რასაც თვალს შევავლებთ მისი სალონია, სწორად შერჩეული პროდუქტების მეშვეობით კი, მისი მოვლა და სუფთად შენახვა არათუ ძალიან მარტივი, არამედ საკმაოდ სასიამოვნო პროცესიც კია. ბუნებრივია, რომ სალონს ნათითურები ეტყობა, ქალაქში გადაადგილებისას მტვერი ედება, თუ ზოგჯერ, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისას, სხვადასხვა ტიპის სითხით, თუ დალაქავებით ბინძურდება. მსგავსი შემთხვევებისთვის, Michelin-ის ავტომობილის პანელისა და სალონის საწმენდი საშუალება ყველაზე გამოსადეგი პროდუქტია. ეს სპრეისებრი სითხე თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ პლასტმასის, ნახშირბადის ბოჭკოვანი, ქრომის, ხის და რეზინის ზედაპირებზე. ამ საშუალებაში შემავალი აქტიური აგენტები ფერებს აღადგენს და ძნელად მოსაშორებელ ლაქებსაც უმარტივესად აშორებს. მნიშვნელოვანია, რომ იგი არ საჭიროებს წყლით ჩამორეცხვას.
ნაჭრის სალონი მრავალი მიზეზის გამოა კომფორტული, განსაკუთრებით, იმ მხრივ, რომ კარგად იტანს ცხოველის გადაადგილებას და ტყავისაგან განსხვავებით, არ იკაწრება, თუმცა როდესაც სისუფთავის შენარჩუნებას ეხება საქმე, ხარისხიანი და მართლაც ეფექტური საშუალების პოვნა, ხშირად, დიდ გამოწვევად იქცევა ხოლმე. სწორედ ამიტომ, ამ საფიქრალის თავიდან ასარიდებლად, Michelin-ის ნაჭრის ზედაპირების საწმენდი სითხე არის ის უიშვიათესი საწმენდი ხსნარი, რომელიც გამოდგება ყველა სახის გადასაკრავი მასალისთვის, გარდა ნატურალური ტყავისა. იგი ანეიტრალებს ცუდ სუნს და ეფექტურია ღრმად ჩამჯდარი ლაქების მოსაშორებლად, როგორც ქსოვილზე, ასევე ვინილის სავარძლებზე. ამ პროდუქტის დამატებითი ბენეფიტია ის, რომ ეს საწმენდი იდეალურია ავტომობილის ხალიჩებისთვისაც.
როგორც წესი, ავტომობილის პლასტიკი, ნელ-ნელა, თავსდაპირველ ბზინავრებასა და კაშკაშა ფერს კარგავს. თუმცა, თანამედროვე საწმენდი საშუალებების წყალობით, ეს პრობლემა, უკვე მარტივად მოგვარებადია. ESG პლასტიკი საქართველოში დამზადებული პროდუქტია, რომელიც პლასტიკის საწმენდი უნივერსალური საშუალებაა. ავტომობილის კოკპიტისა და პლასტიკის ამ სითხით გაპრიალების შემდეგ, მანქანაში სასიამოვნო სურნელი რჩება, ხოლო თავად გაწმენდილი ზედაპირი ხდება ანტისტატიკური. რაც მთავარია, ESG პლასტმასის გასაშავებელი Plastik-ის გამოყენების შემდეგ, დამუშავებული ზედაპირი ტანსაცმლის შეხებისას ტანსაცმელზე არ ტოვებს ლაქებს.
როგორც ხედავთ, ავტომობილის ინტერიერის მოვლა თქვენი ძალების გამოყენებითაც შესაძლებელია ისე, რომ ამაში პროფესიონალის ხშირი დახმარება არ დაგჭირდეთ. ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები სხვადასხვა პრობლემას მოგიგვარებთ და შესაბამისად, გაგიმარტივებთ მანქანის სისუფთავეზე ზრუნვას. თუმცა, რომელი პროდუქტიც არ უნდა იყოს თქვენი საჭიროების დამაკმაყოფილებელი, ნებისმიერ შემთხვევაში, გესაჭიროებათ ტილო, რომელიც წმენდის პროცესში უნდა გამოიყენოთ. ასეთ დროს, საუკეთესო არჩევანი მიკროფიბრული ტიპის ნაჭრის გამოყენებაა, რასაც Kleaner-ის ავტომობილის საწმენდი ტილო გთავაზობთ. წმენდისას, იგი არ ტოვებს კვალს და იდეალურად აშორებს ჭუჭყსა თუ ლაქებს. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც შუშაზე, ასევე სალონსა თუ სავარძლებზე.
ინტერიერთან ერთად, არანაკლებ მნშნველოვანია ავტომობილის ექსტერიერიც არ დაგვრჩეს ყურადღების მიღმა. მათ შორის, დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი ავტომობილის ლითონის ნაწილებიდან ჟანგის მოშორებაა. Gat-ის ჟანგის საწინააღმდეგო საშუალება ღრმად მოქმედი სითხეა, რომელიც ლითონის ზედაპირებს კოროზიისგან იცავს, თავიდან იცილებს წყალსა და ნესტს. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც მსუბუქი და მძიმე ტვირთამწეობის ავტომობილების შემთხვევაში, ასევე მოტოციკლებზე, საზღვაო და აგრარულ ტექნიკაზე.
თქვენ რაც არ უნდა ფრთხილი მძღოლის სტატუსს ატარებდეთ, ნაკაწრებისა და განასმებისაგანა არასოდეს ხართ დაცული. როცა საქმე მცირე ზომის ნაკაწრებს ეხება, მისი მოშორება უმარტივესადაა შესაძლებელი Kerry KR-190-ის საშუალებით. ამ საშუალების გამოყენებამდე, საჭიროა წინასწარ გარეცხოთ და გააშროთ ზედაპირი, შემდეგ მცირე რაოდენობის პასტა წაუსვათ და რბილი ქსოვილის საშუალებით შეაზილოთ გაკაწრულ ადგილს.
ავტომობილის ექსტერიერის გასალამაზებლად, ხშირად, სხვადასხვა ვიზუალის მქონე სტიკერებს ვიყენებთ, სადაც დაკვრის პროცესი ძალიან სახალისოა, თუმცა როცა მათ მოშორებაზე მიდგება საქმე, რთულია ისეთივე შემართებითა და მოტივაციით მივუდგეთ საკითხს. თუმცა, ეს ერთი შეხედვით არასასიამოვნო პროცესი, ძალიან მარტივად მოსაგვარებელ საქმედ იქცევა სტიკერების და წებოს კვალის მოსაშორებელი Kudo KU-H401-ის სპრეის საშუალებით. იგი ეფექტურად აშორებს თვითწებვად ეტიკეტებს, წებვად ლენტებს და წებოს ნარჩენებს ლითონის, მინის, კერამიკის და პლასტმასის ზედაპირებიდან, თუმცა მწარმოებელი გვაფრთხილებს, რომ მისი გამოყენება რეკომენდებული არაა შეღებილ ზედაპირებზე.
ბევრმა ადამიანმა არც კი იცის, რომ საბურავებსაც არანაკლები ზრუნვა და მოფრთხილება სჭირდება. ESG-ის საბურავების გასაშავებელი, რომელსაც შავ ბრილიანტსაც უწოდებენ, რეზინისაგან დამზადებული პროდუქციის დაცვის, განახლებისა და ბზინვარების მისანიჭებლად შექმნილი საშუალებაა. იგი ზედაპირს დახეთქვისაგან იცავს, არბილებს მას და ელასტიკურობას მატებს. რაც მთავარია, ახანგრძლივებს რეზინისაგან დამზადებული ნივთების რესურსსა და სიცოცხლისუნარიანობას.