ამ ბლობში ის ნივთები შევარჩიეთ, რომლებზეც ჩვენთან შოპინგისას, ქალბატონები ყველაზე ხშირად აკეთებენ არჩევანს, ვინაიდან ყველასათვის ცნობილი ფაქტია, რომ ზოგჯერ, საკმაოდ რთული ამოცანაა ძვირფასი ადამიანისთვის იდეალური საჩუქრის შერჩევა. ამიტომაც, ხშირად, მათ, ვისაც თავიანთი საყვარელი ადამიანების საჩუქრებით განებივრება უყვართ, 8 მარტივს მოახლოებასთან ერთად ძალიან დიდი საფიქრალი ემატებათ, იქნება ეს დედისთვის, დის, პარტნიორისა თუ უბრალოდ მეგობრისთვის, ყველას სურს შეარჩიოს ისეთი რამ, რაც უნიკალური სტილის მატარებელია.
Smeg ელექტრო ჩაიდანი KLF03SSEU
სრულყოფილი სამზარეულო წარმოუდგენელია თანამედროვე და ფუნქციური ინვენტარის გარეშე, რომელის შექმნილია იმისათვის, რომ ადამიანის ყოველდღიურობა კომფორტული და მარტივი გახდეს. ამასთან ერთად, არსებობს ისეთი მოწყობილობები, რომელიც გარდა ფუნქციური თვისებებისა ვიზუალურადაც გამორჩეულად უხდება სივრცეს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ნივთია Smeg-ის ბრენდის ელექტრო ჩაიდანი. თავისი რეტრო დიზაინითა და დახვეწილი უჟანგავი ფოლადის საფარით, ეს ჩაიდანი 50-იანი წლების ესთეტიკას თანამედროეობაში აცოცხლებს. დიდი ტევადობითა და სწრაფი დუღილის ტექნოლოგიით, იგი იდეალურია ჩაის ან ყავის მოსამზადებლად, თანაც უმოკლეს დროში.
განსაკუთრებული დღესასწაულებისა და მომენტებისთვის, არაფერია იმაზე კარგი, ვიდრე Moet & Chandon-ის შამპანურით აღნიშვნა იქნებოდა. ცნობილი თავისი უნაკლო ხარისხითა და დახვეწილი გემოთი, Moet & Chandon ფუფუნებისა და სიამოვნების სინონიმია. იქნება ეს, მნიშვნელოვანი მოვლენის აღნიშვნა, თუ უბრალოდ ერთი დღის სილამაზით ტკბობა, ამ საკულტო შამპანურის ბოთლს, ნებისმიერ შემთხვევაში, დიდი სიმბოლური მნიშვნელობის დატევა და გადმოცემა შეუძლია.
ყველა ადამიანი იმსახურებს თავს ლამაზად და თავდაჯერებულად გრძნობდეს და Fenty Beauty-ის ტუჩსაცხი სწორედ ამ შეგრძნებების გაძიერებისა და გარანტირებისთვისაა შექმნილი. პოპ კულტურის სამყაროში ყველასათვის საყვარელი არტისტის, რიანას მიერ შექმნილი ეს ტუჩსაცხი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ მაკიაჟი – როგორც ამბობენ, ეს არის თვითგამოხატვის საშუალება. მისი არაწებოვანი ფორმულის გათვალისწინებით, ტუჩსაცხის ფუნჯი ძალისხმევის გარეშე სრიალებს ტუჩზე, ანაწილებს საცხს თანაბრად და გლამურულ ვიზუალთან ერთად, ატენიანებს კიდევაც მას.
Remington თმის სტაილერი AS8606
Remington AS8606 Airstyler-ის დამსახურებით, თმა ყოველ დღე ისეთივე გამორჩეულ ფორმაში იქნება, როგორიც პროფესიონალური სალონური პროცედურების წყალობით მიიღწევა. ეს მრავალმხრივი თმის სტაილერი მრავალი დანართითაა აღჭურვილი, რაც საშუალებას აძლევს მას ძალიან მარტივად, ძალიან მაღალი დონის შედეგი მიიღოს. თმის გლუვი და სწორი ვარცხნილობა, ან თუნდაც, მოცულობითი კულულები სახლის პირობებში სულ რამდენიმე წუთშუ მიიღწევა. კერამიკული საფარითა და ძლიერი ჰაერის ნაკადით, Remington AS8606 ამცირებს თმის დაზიანების საფრთხეს და აძლიერებს ბზინვარებას, რაც საბოლოოდ, თმას ჯანსაღ იერსახეს აძლევს.
Old Supra მაგიდის გადასაფარებელი ძველი თბილისი
ძველი სუფრის მარადიული ელეგანტურობა განსაკუტრებით მოსწონთ ადამიანებს, რომლებიც ქართული ქსოვილის დიზაინით არიან გატაცებული. ძველი სუფრა დამზადებულია პრემიუმ მასალისგან და შექმნილია დეტალებისადმი ზედმიწევნითი ყურადღებით, ეს მაგიდის კლასიკურიგადასაფარებელი განასახიერებს საუკუნოვან ისტორიასა და კულტურას, რაც მფლობელს ძალიან ლამაზ წარსულში ამოგზაურებს.
Casio General მაჯის საათი LTP-1183A-7ADF
Casio General LTP-1183A-7ADF კვარცის მაჯის საათის შეძენით, ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი საჩუქრის შერჩევა შეგიძლიათ. სტილისა და ფუნქციონალურობის შერწყმით, ეს ელეგანტური საათი გლუვი უჟანგავი ფოლადის სამაჯურითა და მინიმალისტური ციფერბლატითაა აღჭურვილი, რომელზეც კლასიკური დიზაინის ციფრული მანიშნებლებია გამოსახული. ეს წყალგაუმტარი და გამძლე საათი, შექმნილია იმისთვის, რომ გაუძლოს ყოველდღიური მოხმარებას და ამასთანავე, გაალამაზოს გამორჩეული მნიშვნელოპბის თარიღებიც. მიუხედავად იმისა, ლუქი ფორმალური შემთხვევისთვის იქნება შერჩეული, თუ შაბათ-კვირის ღონისძიებებისთვის, იგი ნებისმიერ შემთხვევაში საუკეთესო აქსესუარი გახდება.
შეარჩიე საჩუქრები Vendoo-ს სარვამარტო საჩუქრების კატეგორიიდან
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ უამრავი ნივთისა, რომლებმაც ბოლო წლის განმავლობაში ქალბატონების გული ყველაზე მეტად მოიგო. სწორედ ამიტომ, იმისათვის, რომ საჩუქრების შერჩევის პროცესი კიდევ უფრო გაგიმარტივოთ, Vendoo-ზე სრული ჩამონათვალი და სპეციალურად გამოყოფილი კატეგორია დაგხვდება, სადაც სარვამარტო საჩუქრები ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის მოიძებნება.