ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, მატულობს როგორც დღესასწაულის მოლოდინით გამოწვეული სიხარული და აღტაცება, ასევე ცოტაოდენი დაძაბულობაც, რომელიც როგორც წესი, საახალწლო საჩუქრების შერჩევასა და მომზადებას უკავშირდება. რამდენი რამ არის მოსასწრები, რამდენი განსხვავებული ნივთი შესარჩევი… ალბათ, დაგვეთანხმებით, რაც უფრო მეტს ვფიქრობთ მეგობრების, კოლეგების, თუ ოჯახის წევრებისათვის განკუთვნილ საჩუქრების იდეებზე, გადაწყვეტილების მიღებაც უფრო რთულდება. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის სასიამოვნო, თუმცა საყოველთაო და ზოგჯერ დამღლელი ქაოსიც, რომელიც ფიზიკური მაღაზიებსა და მოლებში სტუმრობას ახლავს თან, განსაკუთრებით, გაუთავებელი საცობები და რიგები. სწორედ ამიტომ, ამ ბლოგში იმ სასაჩუქრე იდეების ჩამონათვალი მოგიმზადეთ, რომელთა შეძენას, Vendoo-ზე, სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ და რაც მთავარია, მათი მეშვეობით აუცილებლად გაახარებთ საყვარელ ადამიანებს:
ახალი წელი, ადამიანების უმრავლესობისთვის, ახალი სურვილებისა და გეგმებისაკენ სწრაფვის ათვლის წერტილია. ამ გზაზე, ძალიან ბევრი რამ იცვლება თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში, თუმცა ერთი რამ ყველასათვის უცვლელია: რაც არ უნდა დავისახოთ მიზნად, საკუთარ თავზე ზრუნვა, ნებისმიერ შემთხვევაში, ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, სილამაზესა და თავის მოვლისათვის განკუთვნილი სასაჩუქრე ნაკრები, საუკეთესო საჩუქარია თქვენი პარტნიორისა, თუ უბრალოდ საყვარელი ადამიანისთვის. ნაკრების იმ ვერსიებს შორის, რომელთაც ვენდუზე იხილავთ, შეგხვდებათ ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა: Yves Saint Laurent, Maison Margiela, Valentino, Givenchy, Armani, Shiseido და სხვა.
მას შემდეგ, რაც ჩვენი ცხოვრება უფრო და უფრო უკავშირებდა თანამედროვე ტექნოლოგიებს, ახალი გაჯეტების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელი ხდება მათთვის, ვისაც კომფორტი და სიმარტივე განსაკუთრებით იზიდავს. დღეს კი, ადამიანისთვის, ვინც მუდმივად ვარჯიშობს, მოგზაურობს, ან უბრალოდ აქტიური ცხოვრების წესი აქვს, საუკეთესო დამხმარე ატრიბუტი, რომელიც ახალი წლიდან განაახლებულ შესაძლებლობებს შესთავაზებს მფლობელს, შესაძლოა სმარტ საათი იყოს.
კლასიკის მოყვარულებისთვის კი გასაკვირი სულაც არ არის, რომ ისეთი აქსესუარი შეარჩიოთ, რომელსაც ადამიანი როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე საქმიანი შეხვედრებისა, თუ განსაკუთრებული მოვლენების დროსაც თამამად გამოიყენებს. ასეთია, მაგალითად, მაჯის საათები, რომლის მრავალფეროვან აღჩევანსა და სხვადასხვა საფასო კატეგორიას ვენდუზე ნამდვილად იპოვი.
ალბათ, ყველა სამეგობროში მოიძებნება ერთი ისეთი მეგობარი, რომელთან სტუმრობაც ძალიან გვიყვარს, ვინაიდან მასთან ყოფნის დროს ვაგემოვნებთ სხვადასხვა სასმელსა თუ კოქტეილს, რადგან მასპინძლის ჰობი სახლის ბარის მოწყობა და სტუმრებისათვის არაჩვეულებრივი განწყობის შექმნაა. ასეთი ადამიანებისთვის არასდროსაა ზედმეტი ისეთი ნივთები, რომელიც მათ გატაცებას კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს და გაამრავალფეროვნებს, ანუ ბარის აქსესუარები. მსგავსი საჩუქარია, მაგალითად, ვისკის დეკანტერი, ღვინის სურა, ღვინის ბოთლების ჩასაწყობი, კოქტეილის ნაკრები და სხვა.
ფრაზა “ჯერ სახლში და მერე ვნახოთ”, როგორც წესი, ჩვენს ყველაზე საყვარელ და ახლობელ ადამიანებთან სტუმრობასა და მათთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარებას გულისხმობს. ამიტომაც, თუ სახლიდან სხვა ოჯახურ გარემოში სტუმრობასაც აპირებთ, ძალიან კარგი არჩევანია სუფრა, იგივე მაგიდის გადასაფარებელი, რომელიც სამომავლო სადღესასწაულო შეკრებებსაც დაამშვენებს და შესანიშნავი სიმბოლური საჩუქარიც იქნება.