კანის მოვლა მთის კურორტებზე ყოფნის დროს

ზამთრის დასვენება სათხილამურო ტრასებსა და თოვლში სრიალს უკავშირდება. ასეთ დროს, მთის კურორტები ქვეყნის ყველაზე ცოცხალი და დატვირთული ადგილი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ადამიანს ზამთარში თავის მოვლის რუტინა უფრო მარტივი შეიძლება ეჩვენებოდეს, მნიშვნელოვანია, რომ მთაში თოვლითა და მზით ტკბობისას, არ დაგავიწყდეთ თქვენი კანის სიცივისა და ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვა, რათა კანს არასასურველი გამოშრობა ავარიდოთ თავიდან. სწორედ ამიტომ, სანამ თოვლიან ფერდობებზე გაემგზავრებით, გირჩევთ, გაეცნოთ რამდენიმე მარტივ და საჭირო რჩევას, რომელიც სახის, ხელებისა და ზოგადად სხვეულის მოვლაში დაგეხმარებათ: 

    თოვლში ყოფნის სურვილმა და მოუთმენლობამ არ უნდა დაგავიწყოთ ძირითადი სიფრთხილის ზომები: დაიცავით კანი სიცივისგან, მაგრამ ასევე გაითვალისწინეთ მზის სხივებით გამოწვეული სიმშრალისა და დამწვრობის საშიშროება, რომელიც მაღალ სიმაღლეზე ყოფნისას იმატებს. სამთო კურორტებზე სახისა და სხვეულის მოვლა, გარდა ამისათვის განკუთვნილი სპეციალური პროდუქტებისა, მოიცავს მთელი დღის განმავლობაში საჭირო რაოდენობის წყლის მიღებასაც, რათა თავიდან აიცილოთ კანის სიმშრალით გამოწვეული პრობლემები. ორგანიზმის სათანადოდ დატენიანებისთვის რეკომენდებულია დღეში 1,5 ლიტრი წყლის მიღება, თუმცა ფიზიკური აქტივობისა და ვარჯიშის დროს მისი მოხმარება უნდა გაიზარდოს.

      მთის კურორტებზე მანამ, სანამ თბილი სახლიდან ზამთრის სუსხში გადაინაცვლებდეთ რამდენიმე წუთი მაინც დაგჭირდებათ კანის სიცივისგან დასაცავად. ზამთრის რუტინისთვის დაგჭირდებათ უკვდავი და შეუცვლელი დუეტი – შრატი და კრემი, რომელიც განსაკუთრებულ როლს თამაშობს კანის დაცვასა და მოვლაში. რა თქმა უნდა, არ დაივიწყოთ მზისგან დამცავი, რომელიც გადამწყვეტია დამწვრობისაგან თავის დასაცავად. ამიტომაც, გირჩევთ, წაისვათ მზისგან დამცავი SPF 50 სახეზე, ყურებსა და კისერზე. არ გამოგრჩეთ სპეციალური ტუჩსაცხითა, თუ მზისგან დამცავი ჯოხით ისეთი ადგილების დაცვა, როგორიცაა ცხვირი, ტუჩები და თვალის კონტური. რაც მთავარია, ეს პროცედურა გაიმეორეთ ყოველ ორ საათში. 

        სიცივეში შიშველი ხელით რაიმეს კეთება – თუნდაც ეს იყოს მხოლოდ შეტყობინების გაგზავნა, კარის გაღება, ან ფეხსაცმლის თასმების შეკვრა – სწრაფად მოქმედებს ხელებზე. თითებში არსებული სახსრების წყალობით, როგორც კი თქვენი ხელები გამოშრება, კანიც ძალიან მარტივად იწყებს სკდომას. იმისათვის, რომ კანის გაღიზიანების არასასურველი მომენტები აირიდოთ თავიდან, პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ მუდამ თან ატარებთ ხელთათმანებს, როცა გარეთ ხართ. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, დაგჭრდებათ ხელის კრემი, სასურველია სქელი კონსისტენციის. თუ უკვე დაგაგვიანდათ და კანმაც მოასწრო დახეთქვა,  ძილის წინ, წაისვით კარგი ოდენობის ხელის საცხი, მათ შორის, აქ შესანიშნავია კომეტიკური ვაზელინი და ხელზე ჩაიცვით ბამბის ქსოვილის წინდა ან ხელთათმანი.

          მთაში ტუჩის გამოშრობა და დასკდომა, ყველა ადამიანისთვის საკმაოდ დიდი სატკივარია. თავის დასაცავად, უპირველეს ყოვლისა, გარეთ ყოფნისას არასოდეს გაილოკოთ ტუჩები მათ დასამშვიდებლად. სასიამოვნო რელიეფი მხოლოდ ერთი წამით გადაეკვრება მათ, ხოლო შემდეგ ტუჩი უფრო გაწითლდება და სიცივეც მარტივად იმოქმედებს მასზე, საბოლოოდ კი წარმოიქმნება კანის აქერცვლის სტადია. 

          ასეთ დროს, საუკეთესო გამოსავალი პრეცენციაა. ამისათვის, საჭიროა შეიძინოთ  კარგი ხარისხის ტუჩის ბალზამი და დარწმუნდეთ, რომ მას აქვს მინიმუმ SPF 30. თუ მსგავსი ბალზამის შეძენას ვერ ახერხებთ, კარგი გამოსავალია უბრალოდ ძველი კარგი ვაზელინი. 

          Leave a Reply

          Your email address will not be published. Required fields are marked *

          მსგავსი პოსტები