როდესაც საქმე ვერანდის ან ეზოს მყუდრო და მიმზიდველ სივრცედ გადაქცევას ეხება, სწორად შერჩეულ ავეჯს და მცენარეებს მასშტაბური ცვლილებების მოხდება შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, მყუდრო ბინის ვერანდა გაქვთ, თუ ფართო ეზო, ელეგანტური და მიმზიდველი დიზაინის მქონე გარე ავეჯი და ცოცხალი მცენარეები საუკეთესო მოსასვენებელ თუ გასართობ სირვცეს შეგიქმნით.
მიუხედავად იმისა, აგარაკისთვის ეძებ გარე სივრცის ავეჯს, თუ მრავალსართულიანი ბინის ლამაზი ვერანდისთვის, ორადგილიანი ბუდე საქანელა, ნებისმიერ სივრცეს თანაბარი წარმატებით ერგება. მისი კომპაქტური ზომიდან გამომდინარე, საქანელა მარტივად თავსდება შედარეით მცირე ზომის ვერანდაზეც და ლამაზი და დახვეწილი დიზაინი თვალისათვის სასიამოვნო სანახაობას ქმნის.
მზიანი დღეების, თუ თბილი საღამოების ვერანდაზე გატარება მით უფრო სასიამოვნოა, რაც უფრო კომფორტულად შეგვიძლია მოვთავსდეთ. მეტალისა და რატინის კომბინაციით შექმნილი Gardex-ის ორადგილიანი სკამი არც დიდ ადგილს იკავებს და რაც მთავარია, თითქმის ნებისმიერი ტიპის ინტერიერს უხდება. მიუხედავად დახვეწილი და რბილი დიზაინისა, აღსანიშნავია, რომ სკამი 200 კგ-მდე დატვირთვას უძლებს.
გარე ავეჯის სრული კომპლექტისთვის, რომელიც ფუნქციონალურობისა და ესთეტიკის კუთხით თანაბრად აკმაყოფილებს მოთხოვნებს, Elegancy-ს ბაღის ავეჯის კომპლექტი იდეალურია დილის ყავის რიტუალის ეზოში გადასატანად, ან თუნდაც, უბრალოდ სასიამოვნო დროის გასატარებლად.
Elegancy კომპლექტი დამზადებულია ისეთი მასალებისგან, რომლებიც უძლებს სხვადასხვა ტიპის ამინდის პირობებს, რაც უზრუნველყოფს მის გამძლეობას და გამოხატავს პროდუქტის მაღალ ხარისხს.
Gardex-ის შავი სავარძელი არის კომფორტისა და სტილის შესანიშნავი ნაზავი თქვენი გარე სივრცის შესავსებად. გარდა იმისა, რომ შავი ფერი თანამედროვე და ელეგანტურ იერს ანიჭებს სივრცეს, ამასთანავე, მასალა, რომლითაც დამზადებულია სვარძელი, გამძლეა გარე პირობებში მოხმარებისას. რატანის კონსტრუქცია უზრუნველყოფს მის მსუბუქ წონას და ადვილად გადაადგილებას.
ბაღსა თუ ვერანდას, მცენარეები ვიზუალურ სიხალისესა და სიცოცხლეს მატებს. კაქტუსი შესანიშნავი არჩევანია, როცა აივნისა და ვერანდის გამწვნება გვსურს. მათი მოვლა ძალიან მარტივია წელიწადის ნებისმიერ დროს, სხვადასხვა კლიმატის პირობებში. კაქტუსების გასანაწილებლად, ოპტიმალური ვარიანტია მოათავსოთ რამდენიმე ქოთნის კაქტუსი ვერანდის მოაჯირზე ან ეზოს ირგვლივ დეკორატიულ ქოთნებში. კაქტუსები სხვადასხვა ფორმისა და ზომისაა, რაც საშუალებას გაძლევთ ითამაშოთ სტილით და შექმნათ შთამაგონებელი ატმოსფერო.
კრასულა, რომელიც ცნობილია ცოცხალი მწვანე ფერებითა და მოვლის სიმარტივით, შეიძლება იყოს კიდევ ერთი შესანიშნავი დამატება გარე მცენარეების კოლექციაში. ეს პატარა ზომის მცენარე შესანიშნავია სივრცის გამოსაცოცხლებლად. აყვავების პერიოდში, მათი ყვავილების სიკაშკაშე ინტერიერში ლამაზ ფერებს წარმოქმნის.
ნაძვი მარადმწვანე მცენარეა, რომელიც საუკეთესო შენაძენია აგარაკის ეზოს გასალამაზებლად. მისი ხასხასა ფერები ამშვენებს ნებისმიერი სტილის შენობას და იხდებს როგორც თანამედროვე, ასევე უფრო კლასიკური სტილის ექსტერიერს. იმის გათვალისწინებით, რომ ცივი კლიმატის მიმართ მეგობრულია, მისი დარგვა შეიძლება ისეთ ტერიტორიებზეც, სადაც ზამთრის პერიოდში ყინვა და დიდთოვლობაა.