სახლის საახალწლოდ მორთვა და სხვადასხვა დეკორაციით გაწყობა, ახალი წლის დადგომამდე, ერთი თვით ადრე იწყება, თუმცა თითქმის 31 დეკემბრამდე არ სრულდება ხოლმე, ვინაიდან მუდმივად ვცდილობთ ჩვენს სახლს რაღაც ახალი დეტალი შევმატოთ. სწორედ ამიტომ, იმისათვის, რომ საქმე გაგიმარტივოთ, ამ ბლოგში სახალისო და საინტერესო დეკორაციებს გაგაცნობთ:
მაშინ, როცა ბავშვთა სამყარო თოვლის ბაბუას მოლოდინშია, ნაძვის ხის ქვეშ დაწყობილ საჩუქრებთან ერთად, ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი სახლის საახალწლო საჩუქრებისათვის განკუთვნილი წინდებით მორთვაა, რომლებშიც ყველაზე ხშირად ტკბილეულსა და წვრილმან საჩუქრებს ათავსებენ. საახალწლო წინდები კარგი გამოსავალია იმ შემთხვევისთვისაც, თუ ახალი წლის საზეიმო ვახშამზე მოწვეულ მეგობრებისთვის მცირე სიურპრიზის გაკეთება გსურთ.
მათთვის კი, ვინც საახალწლო განწყობის ჩაქსოვას ყველა დეტალში დიდ მნიშნველობას ანიჭებს, საახალწლო ჭურჭელი სახლის მორთვსა და მოწყობის აუცილებელი ელემენტია. იქნება ეს, ჩაის ჭიქა, ლანგარი, ფიალა თუ თეფშების ნაკრები, Vendoo-ზე შენტვის სასურველ ნებისმიერ ნივთს იპოვი.
გარდა ამისა, საახალწლო ფუსფუსს თან სდევს საჩუქრების შერჩევის პროცესი, სადაც ოჯახის წევრებსა თუ მეგობრებს მცირე სურპრიზებით ვანებივრებთ. ასეთ დროს, სიმბოლური საახალწლო საჩუქარი ნებისმიერ ადამიანს გაახარებს, მაგალითად, შუშის ბურთის სუვენირი, რომლის სხვადასხვა მოდელი სხვადასხვა გამოსახულებითაა წარნმოდგენილი.