ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე კვირაღა დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილ ქურთუკებსა და ნაქსოვ სვიტერებთან ერთად, ქუჩებიც ნელ-ნელა საახალწლო სამზადისით ივსება და თითქმის ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ერთი ადამიანი მაინც ღიღინებს: “All I Want for Christmas Is You”. ამ სამზადისსა და ფუსფუსში, ყველაზე საყვარელი და სადღესასწაულო ამბავი სახლის საახალწლოდ მორთვაა, რისთვისაც ყოველწლიურად ახალი აქსესუარებით ვანახლებთ ჩვენი სააახალწლო დეკორაციების კოლექციას. თუმცა,ალბათ, იმაშიც დაგვეთანხმებით, რომ ამ ქაოსურ სამზადისში ძალიან რთულია მარტივად და რიგების გარეშე მივაგნოთ ყველაფერს, რისი შეძენაც გვსურს. სწორედ ამიტომ, იმისათვის რომ საქმე გაგიმარტივოთ და საუკეთესო ნივთების პოვნაშიც დაგეხმაროთ, ამ ბლოგში Vendoo-ს კოლექციიდან ყველაზე საყვარელ საახალწლო დეკორაციებს გაგაცნობთ:
როგორც წესი, ადამიანების უმეტესობისთვის, ახალი წლის მთავარი ღირსშესნიშნაობა ნაძვის ხეა, რომლის მორთვაშიც მთელი ოჯახი ერთიანად იღებს მონაწილეობას და ამ პროცესით, წლის ბოლოს, ყველაზე თბილ მოგონებებს აგროვებს. ნაძვის ხის შერჩევისას რამდენიმე კრიტერიუმით ვხელმძღვანელობთ: ყურადღებას ვაქცევთ სიმაღლეს, მოცულობასა და მის ვიზუალს, მაგალითად, ზოგს ნაძრისფერი ნაძვი მოსწონს, ზოგს თოვლის ეფექტით, ზოგისთვის კი გირჩებია მნიშვნელოვანი. ნებისმიერ შემთხვევაში, Vendoo-ზე შენთვის სასურველ ნაძვის ხეს მარტივად იპოვი:
მას შემდეგ, რაც ნაძვის ხეს შევარჩევთ, არანაკლებ მნიშვნელოვანი ეტაპია მის გასაწყობად საჭირო სათამაშოების შერჩევა. ამ მხრივ, არჩევანი ძალიან მრავალფეროვანია, ამიტომაც გადაწყვეტულების მიღებამდე კარგად დაფიქრება და იმის გათვალისწინებაა საჭირო, თუ რა ფერისაა ჩვენ მიერ წლების განმავლობაში შეგროვებული სათამაშოების კოლექცია და ასევე, რა აკლია ჩვენს ნაძვის ხეს იმისათვის, რომ განსაკუთრებულად სადღესასწაულო ემოციები გადმოსცეს. ზოგადად, ყველაზე გავრცელებული და პოპულარული სათამაშო, რომელსაც ნებისმიერ სახლში შეხვდებით არის ნაძვის ხის ბურთი, რომელიც უამრავი ფერისა და ზომის შეგიძლიათ შეარჩიოთ. მათ კი, ვისაც სულ განსხვავებული ფორმისა და იდეების სათამაშოები იტაცებთ, შესაძლოა, მოსწონდეთ ისეთი სათამაშოები, როგორიცაა:
იმისათვის, რომ ჩვენმა ნაძვის ხემ საბოლოო სახე მიიღოს, საბოლოო დეტალი მისი საახალწლო განათებით მორთვაა. საახალწლო განათებების კუთხვით, ყურადღებას ვაქცევთ იმას, თუ როგორი ნათება მოგვწონს. როგორც წესი, ყველაზე მეტად გავრცელებული 3 ტიპის განათებაა:
- ფერადი ნათებით (სხვადასხვა ფერის ნათურები)
- თბილი ნათებით (ყვითელი ნათურები)
- ცივი ნათებით (თეთრი ნათურები)
გარდა ნაძის ხის განათებებისა, თუ განათებებს სახლის გასალამაზებლადაც იყენებთ, მაშინ საუკეთესო ვარიანტი საახალწლო თბილი განათების ბადეა, რომელიც ძალიან ალამაზებს დიდ ფანჯრებს ან უბრალოდ კედელსაც კი.