სახლში გართობის მოყვარულებისთვის, მინი ბარის შექმნა საუკეთესო გადაწყვეტილებაა. რაც მთავარია, მინი ბარი სახლს მუდმივი შეკრების ადგილად გარდაქმნის, სადაც გართობა დაუვიწყარი გამოცდილება იქნება. როგორიც არ უნდა იყოს თქვენი პრეფერენციები, ღვინის მოყვარული ხართ, კოქტეილების თუ ვისკის ანიჭებთ უპირატესობას, ნებისმიერ შემთხვევაში, სახლის მინი ბარი სივრცის ყველაზე საინტერესო და საყვარელი დანამატი გახდება. ამიტომაც, ამ ბლოგში ბარის იმ ძირითად ელემენტებს გაგაცნობთ, რომელიც თქვენს სახლს სოციალიზაციისა და დღესასწაულების აღნიშვნის მთავარ წერტილად გადააქცევს:
Ibili-ს ღვინის აქსესუარების ნაკრები არის ის, რაც ნებისმიერი ღვინის მოყვარულს აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ეს მრავლისმომცველი კომპლექტი ყველა იმ ხელსაწყოს აერთიანებს, რომელიც ღვინის გასახსნელად, დასაჰაერებლად თუ სწორად შესანახად დაგჭირდებათ. მნიშვნელოვანია, რომ ნაკრების დიზაინი ძალიან ელეგანტურია, რაც ბარის ვიზუალურ ნაწილზეც დადებითად აისახება.
ყინულის სათლი კლასიკური გადაწყვეტილებაა ცივი სასმელის მისართმევად, იქნება ეს შამპანური, ღვინო თუ სხვა. გარდა ამისა, მისი გამოყენება შეიძლება უბრალოდ ყინულების ჩასაყრელადაც, რათა მსურველმა ყინული თავად მოითავსოს ჭიქაში. ამ შემთხვევაში, დამატებით ყინულის ასაღებიც საჭიროა, რომელიც პროცესს მარტივსა და კომფორტულს ხდის.
ყინულის სათლის დახმარებით, რომანტიკული მაგიდის გაწყობა, ან თუნდაც მრავალადამიანზე გათვლილი საღამოს გალამაზებაც შეიძლება. როგორიც არ უნდა იყოს მისი დანიშნულება, სათლი მინი ბარს უფრო პროფესიონალურ და მდიდრულ იერს სძენს.
მათთვის, ვინც ვისკის გემოს აფასებს, ვისკის ქვები არის სწორედ ის ელემენტი, რომელიც საშუალებას მოგცემთ სასმელი მისი გაზავების გარეშე გააცივოთ და შედეგად, დატკბეთ ვისკის არომატის ყველა ნიუანსით.
სივრცეს ვერ დაერქმევა მინი ბარი, თუ მასში კოქტეილის შეიკერის ნაკრები არ მოიძებნება. იმისათვის, რომ გემრიელი კოქტეილები გამოგივიდეთ მნიშვნელოვანია ზუსტი დოზების გამოყენება და შემდეგ, მათი ერთმანეთში გაზავება, რაშიც Vacu Vin-ის ბრენდის კოქტეილის ნაკრები დაგეხმარებათ. პროდუქტი დახვეწილ დიზაინს ატარებს, სადაც მათი ვერცხლისფერისა და შავის კომბინაცია თქვენი სახლის ბარის განუყრელი ნაწილი გახდება. ნაკრებში მოთავსებულია:
– კლასიკური შეიკერი ინტეგრირებული საწურით;
– სანაყი/მადლერი ხილისა და მწვანილის ინგრედიენტების დასაჭყლეტად;
– ორმაგი საწყაო/ჯიგერიინგრედიენტების გასაზომად.
უჟანგავი ფოლადის ეს მოწყობილობები არა მხოლოდ გამძლეობისთვისაა კარგი არჩევანი, არამედ თქვენი ბარის ესთეტიკას თანამედროვეობის ელფერსაც მატებს.
ღვინის ბოთლების დამჭერი შეიძლება იყოს როგორც ფუნქციური, ასევე დეკორატიული გადაწყვეტაც. გარდა იმისა, რომ თქვენი საუკეთესო ბოთლები შეგიძლიათ დამჭერში მოათავსოთ და ამით სივრცე გაალამაზოთ, ასევე ამ გზით ბევრად უფრო თვალსაჩინო ხდება თუ რა რაოდენობის სასმელი გაქვთ და რისი დამატება იქნებოდა საჭირო.
რამდენი ელემენტიც არ უნდა ჩამოვთვალოთ, სახლის ბარის შექმნა და მოწყობა წარმოუდგენელია ალკოჰოლური სასმელების გარეშე. აქ, მთავარი სასმელების ისე შერჩევაა, რომ სუფთადაც შეგეძლოთ გემრიელი ალკოჰოლის მირთმევა და კოქტეილებისთვისაც ყველა ინგრედიენტი გქონდეთ. შესაბამისად, საუკეთესო შედეგის მისაღწევად, გირჩევთ, სასმელების კოლექცია თქვენს პირად გემოვნებასა და თქვენი სტუმრების პრეფერენციებს მოარგოთ.