კოქტეილები, რომლებიც ნაბახუსევის თავის ტკივილს მოგაშორებს 

ერთი შეხედვით, შესაძლოა ვიფიქროთ: ვინ არ ყოფილა ნაბახუსევზე? თუმცა, ახალი წლის საზეიმო მხიარულებისა და წვეულებების შემდეგ, ნაბახუსებიც, თითქოს სხვანაირად გვიტევს. ეს, შესაძლოა იმ სხვადასხვა სასმელის და მათი არც თუ ისე თავშეკავებული რაოდენობის დამსახურებაც იყოს, რომელიც ჩვენი მეგობრების სახლებსა, თუ სხვადასხვა ბარში მივიღეთ. სწორედ ამიტომ, რეალურად, არც კი გვიკვირს დილის თავის ტკივილი, პირის სიმშრალე და თავბრუსხვევა, მაგრამ ყველაფერი არც თუ ისე ცუდად მოგვეჩვენება, თუ გავიხსენებთ, რომ ნაბახუსევთან ბრძოლა საკმაოდ სასიამოვნო მეთოდებითაც შეგვიძლია, მაგალითად, ისეთით, როგორიცაა ნაბახუსევის კოქტეილების მომზადება.

პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ ეს კოქტეილები სპეციალურად არის შექმნილი სხეულის რეჰიდრატაციისთვის, დაკარგული საკვები ნივთიერებების შევსებისა და კუჭ-ნაწლავის დასამშვიდებლად. 

მჟავე და მარილიანი სასმელი, თავიდან, შეიძლება სულაც არ ჟღერდეს მიმზიდველად, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპაში იგი წლების განმავლობაში იყო ნაბახუსევის სამკურნალო საშუალება. მწნილის წვენში მარილის მაღალი შემცველობა ხელს უწყობს ორგანიზმში ნატრიუმისა და ელექტროლიტების ბალანსის აღდგენას, რომლებიც ხშირად სწორედ ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებისას მცირდება. მისი მომზადება კი ძალიან მარტივია: ჩაასხით მწნილის წვენი ყინულიან ჭიქაში და აცადეთ უფრო გაცივდეს, დალევის წინ, ჩააგდეთ ჭიქაში ლიმონის ნაჭერი.  

Bloody Mary ზღვის პროდუქტებით არის გემრიელი და სასიამოვნო საშუალება ნაბახუსევის შესამსუბუქებლად. იგი დამზადებულია ტომატისა და ციტრუსის (ლიმონის ან ლაიმის) წვენით, ცხარე სუნელითა და არყით, მისი პიკანტურობა და ცხარე ნოტები აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და ათავისუფლებს ორგანიზმს ტოქსინებისგან.

ზღვის პროდუქტები, როგორიცაა კრევეტები და კრაბის ფეხები, კოქტეილს მარილს მატებენ, რაც მას უნიკალურსა და გამორჩეულს ხდის. 

Michelada არის პოპულარული ლუდის კოქტეილი მექსიკიდან, რომელიც ცნობილია ნაბახუსევის სამკურნალო თვისებებით. ეს არის სასმელი, რომელიც შეიძლება დამზადდეს როგორც ღია, ისე მუქი ფერის ლუდით და სხვადასხვა ინგრედიენტით, მათ შორის, პომიდვრის და ლაიმის წვენით, ცოტაოდენი შაქრით, ცხარე სუნელითა და მარილით. თუმცა, მექსიკის სხვადასხვა რეგიონში Michelda-ს სხვადასხვა ვარიაციას შეხვდებით.

Caesar Drink არის კანადური კლასიკა და ძალიან უხდება ნებისმიერ ბრანჩის მენიუს. იტალიით შთაგონებული ეს კოქტეილი, Bloody Mary-ის მსგავსია, მაგრამ ჩვეულებრივი ტომატის წვენის ნაცვლად კლამატოს წვენს საჭიროებს. Caesar Drink შესანიშნავი გადაწყვეტილებაა ნაბახუსევის სამკურნალოდ. იგი, ხშირად, მორთულია ნიახურით, ბეკონით ან მწვანე მწნილით.

Caesar Drink შეიქმნა 1969 წელს უოლტერ ჩელის მიერ კალგარიში ახალი იტალიური რესტორნის გახსნის ცერემონიისთვის. ეს არის არაყის, კლამატოს წვენის, ცხარე სუნელებისა და ვორჩესტერის სოუსის გემრიელი კომბინაცია. 

მათთვის კი, ვინც კოქტეილების მოყვარული ნაკლებადაა, ნაბახუსევის დროს, ალბათ, საუკეთესო გამოსავალი ზოგადად ბევრი სითხის, შესაბამისი მინერალური წყლისა და ვიტამინების მიღებაა, რათა ორგანიზმმა მალევე აღიდგინოს ძალები. 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

მსგავსი პოსტები