სახლის მცენარეები მთელი წლის განმავლობაში ამშვენებს ჩვენს ინტერიერს, მაგრამ მათი სილამაზე განსაკუთრებით შესამჩნევია ზამთარში, როცა ისინი სიცოცხლესა და ფერს მატებენ ცივ დღეებს.
მიუხედავად იმისა, რომ რთულია მცენარემ ზამთრის რთულ პირობებს გაუძლოს, არსებობს მრავალი შიდა სივრცის ყვავილი, რომელთაც მთელი წლის განმავლობაში მარტივად მოუვლით და რომლებიც კარგად უმკლავდებიან თვეებს, როცა მცენარეთა უმეტესობა მიძინებულია.
ზამთრის მცენარეების შერჩევისას მრავალი სტილის, ფორმისა და ფერის ვარიანტი შეგხვდებათ, რამაც შეიძლება არჩევნის გაკეთება გაგირთულოთ. სწორედ ამიტომ, ამ ბლოგში იმ მცენარეებს გაგაცნობთ, რომელთა მოვლაც მარტივია და რაც მთავარია, ისინი წელიწადის ყველაზე სუსხიან დროსაც კი, სიმწვანითა და სიკაშკაშით გაანათებენ თქვენს სახლს.
ეს ძალიან გამძლე სახლის მცენარე ბედნიერია როგორც ნათელი, პირდაპირი მზის წინ, ასევე ღრმა ჩრდილშიც. ეს თვისება მას შესანიშნავ მცენარედ აქცევს ზამთრისთვის, რადგან არ დაგჭირდებათმისი გადაადგილება და უფრო ნათელი ადგილის პოვნა, ვინაიდან წელიწადის სხვა დროებისაგან განსხვავებით, ზამთარში სინათლის დონე იკლებს.
სანსივერიას არ უყვარს სიცივე, მაგრამ არც ზედმეტად სტრესავს ტემპერატურის მერყეობა, მაგალითად, ცენტრალური გათბობა, რომელიც ჩართულია და ზოგჯერ კი გამორთულია. უბრალოდ, საჭიროა სიფრთხილე, რომ ზედმეტად არ მორწყოთ, რადგან დაბალ განათებასთან ერთად, მიწის გვიან გამოშრობამ შეიძლება ფესვები დაუზიანოს და დაულპოს.
სანსივერიას სქელი და ბოჭკოვანი ფოთლები ხშირად ოდნავ მოხრილია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ კარგად აიტანონ ჰაერის ცივი ნაკადი. ჩამოთვლილ ფაქტორებთან ერთად, იმის გათვალისწინებით, რომ მას მინიმალური მორწყვა სჭირდება, ზამთრის პერიოდში სანსივერიას საუკეთესო მეგზურად აქცევს.
ზამთარში ადვილი მოსავლელი და შედარებით ნელა მზარდი, დრაცენა პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ ვერ გაახარო, რადგან არათუ ამტანი, არამედ გვალვაგამძლეც კია, რაც ნიშნავს, რომ თუ ზაფხულის მსგავს პირობებს უძლებს, ცივ თვეებში კიდევ უფრო მარტივი მოსავლელია.
დრაცენა, უფრო ხშირად ცნობილი როგორც დრაკონის ხე, წვრილი და გრძელი ფოთლებით ხასიათდება, რომლებიც გარკვეული ტიპის შუქზე შეიძლება წითელ ხმლებსაც კი მიამსგავსოთ. მისი გრძელი ღერო უფრო პატარა ხეს მოგაგონებთ, ვიდრე ტრადიციული “ფოთლის” ტიპის მცენარეს. იგი წარმოშობით მადაგასკარიდან არის და სწორედ მშობლიური გარემოს გავლენით, მშვენივრად იტანს დაბალ შუქსა და მშრალ ჰაერს.
ეპიპრემნუმი ზამთრის შიდასივრცის საუკეთესო მცენარეების სიაში გამორჩეულ ადგილს იკავებს. ღრმა ჩრდილისადმი მათი ტოლერანტობა გაგაოცებთ, რაც მცენარეს ძალიან მარტივად მოსაველს ხდის. ეპიპრემნუმის მუქი ფოთლები მიგვანიშნებს, რომ მას შეუძლია ცენტრალური გათბობით გამოწვეული მშრალი ჰაერი კარგად აიტანოს და თავისი ბრწყინვალებით მთელი წლის განმავლობაში გაალამაზოს თქვენი ინტერიერი.
ზამთრის დაბალი განათებისადმი ტოლერანტული ეს მცენარე, სახლში ტენიანი ადგილების მოყვარულია, თუმცა ეს გარემო მას სულაც არ სჭირდება 24/7-ზე. სქელი ფოთლების დამსახურებით, მას ძალიან კარგად შეუძლია გაუძლოს ტემპერატურის ვარდნას, ამიტომ მისი მოვლა ზამთარშიც ძალიან მარტივია.