აეროგრილი ბაზარზე ათ წელზე მეტია არსებობს და ამ დროის განმავლობაში, ბევრი დიასახლისის თუ მოყვარული შეფისთვის, სამზარეულოს შეუცვლელი ინვენტარის სიაში მოწინავე ადგილიც დაიკავა. აეროგრილების პოპულარულობა სხვა მრავალ დეტალთან ერთად, უკავშირდება deep frying შეწვის ეფექტს, თუმცა ეს დანადგარი შედეგის მიღწევას ცხიმის საჭიროების გარეშე ახერხებს. ტოსტერებისგან განსხვავებით, აეროგრილი არსებითად კონვექციური ღუმელია, რომლიც თქვენს საკვებს ყველა კუთხიდან გამაცხელებელი ელემენტისა და ძლიერი ვენტილატორის გამოყენებით ამზადებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში, აეროგრილების მიმართ ინტერესი და მათზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა, სწორედ ამიტომ ამ ბლოგში იმ ბიუჯეტური ღირებულების აეროგრილებს გაგაცნობთ, რომელთაც ვენდუზე აღმოაჩენთ:
Beko, რომელიც საყოფაცხოვრებო ტექნიკის მიმართულებით დიდი სანდოობითა და პოპულარობით სარგებლობსბ, გთავაზობთ FRL 2242 B აეროგრილს. ეს მოდელი გამოირჩევა დახვეწილი დიზაინითა და ფუნქციების მთელი რიგით, რაც საკვების მომზადების გამოცდილებას ძალიან სასიამოვნოსა და კომფორტულს ხდის. მისი მახასიათებლებიდან ყველაზე საინტერესოა:
ტევადობა
ამ მოდელის ტევადობა 3.9 ლიტრია. შესაბამისად, იგი იდეალურია მცირე და საშუალო ზომის ოჯახებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ მას კარგად შეუძლია სხვადასხვა კერძის მომზადება.
ტემპერატურის კონტროლი
Beko FRL 2242 B იძლევა ტემპერატურის ზუსტ კონტროლის საშუალებად 80°C-დან 200°C-მდე, რაც თქვენი საკვების სრულყოფილად მომზადებას უზრუნველყოფს.
ციფრული ტაიმერი
ჩაშენებული ტაიმერი ამარტივებს კერძების მომზადებას და საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ მზადების ზუსტი დრო და შესაბამისად, თავიდან აიცილოთ საჭმლის კეთებისას ზედმეტი ან არასაკმარისი დროით გამოწვეული პრობლემები.
Beko FRL 2242 B გამოირჩევა მომხმარებლისთვის მოსახერხებელი დიზაინით და გამოყენების სიმარტივით, რაც შესაფერისია როგორც დამწყებთათვის, ასევე გამოცდილი მზარეულებისთვის.
Franko-ს FAF-1232 მოდელი აქტუალურობას არ კარგავს თავისი ეფექტიანობისა და ხელმისაწვდომობის საუკეთესო კომბინაციით. ამიტომაც, იგი წელიწადის ნებისმიერ დროს ძალიან მოთხოვნადი ნივთია. FAF-1232 გამოირჩევა შემდეგი თვისებებით:
ჰაერის ძლიერი ცირკულაცია
უნიკალური ტექნოლოგიით აღჭურვილი Franko FAF-1232 უზრუნველყოფს ნებისმიერი სირთულის კერძის თანაბარი წარმატებით მომზადებას, რასაც ხელს სწორედ ჰაერის ძლიერი ცირკულაცია უწყობს. ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ აპარატის საცხობი ნაწილი დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან, რომელიც არც ცხიმის გარეშე მომზადებისას არ იკრავს პროდუქტებს.
დიდი ტევადობა
აეროგრილის ჯამური ტევადობა 8.6 ლიტრია. ამიტომაც, შეიძლება ითქვას, იგი განკუთვნილია ოჯახებისთვის და ასევე, მათთვის, ვისაც სტუმრების მიღება და გემრიელი ვახშმმის მომზადება უყვარს.
ფუნქციების ადვილი გამოყენებადობა
წინა პანელზე არსებული LED დისპლეი 8 მზა პროგრამითაა აღჭურვილი. მისი მოსახერხებელი ინტერფეისი აადვილებს ტემპერატურისა და მომზადების დროის რეგულირებას, ხოლო ავტომატური გამორთვის ფუნქცია უსაფრთხოების გარანტია.
Franko FAF-1232, როგორც ამას პროდუქტის მომხმარებლები ამბობენ, არის ბიუჯეტური და პრაქტიკული არჩევანი, რომელიც იმედებს ამართლებს.
Midea, საყოფაცხოვრებო ტექნიკის გლობალური ლიდერი, MF-TN35D აეროგრილს ძალიან ხელმისაწვდომ ფასად გთავაზობთ. ეს აპარატი აერთიანებს თანამედროვე კულინარიისათვის საჭირო ფუნქციონალურობასა და ინოვაციას:
ტევადობა
Midea MF-TN35D არის მოდელი, რომლის ტევადობა 3.5 ლიტრია. ბაზარზე მიიჩნევა, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა მცირე ტევადობის მქონე მოდელებს შორის. ეს მოდელი ძალიან გამოსადეგია, თუ ლანჩის, საუზმის ან სადილის სწრაფად მომზადება გსურთ თქვენთვის და თქვენი პარტნიორის ან მეგობრისთვის.
მომზადების 4 რეჟიმი
დაწყებული კარტოფილიდან, დამთავრებული ქათმამდე, Mideas მოწყობილობაში ჩაინტეგრირებული რეჟიმები საკვების მომზადების პროცესს განსაკუთრებით ამარტივებს, რაც საშუალებას გაძლევთ პროფესიონალურ შედეგებს მხოლოდ ერთი შეხებით მიაღწიოთ. ამ მოდელით შეძლებთ შემდეგი ეფექტის მიღებას: შეწვა, ორთქლზე შეწვა, ცხობა, გრილი.
Midea MF-TN35D-ის დიდი სიმძლავრე და მრავალმხრივი რეჟიმები მას შეუცვლელ მეგობრად გადააქცევს ადამიანებისთვის, რომელთაც სხვადასხვა გემრიელი ექსპერიმენტის ჩატარება უყვართ.
Xiaomi,ბრენდი, რომელიც ინოვაციის სინონიმად იქცა Smart Air Fryer Pro-ს ძალიან ხელმისაწვდომ ფასად გთავაზობთ. იგი ჭკვიან ტექნოლოგიას ჰაერით შეწვის შესაძლებლობებთან აერთიანებს. მისი ძირითადი მახასიათებლები მოიცავს:
Wi-Fi კავშირი
აეროგრილი თქვენს სმარტფონს დისტანციური მართვისა და დამატებითი რეცეპტებისთვის შეგიძლიათ დაუკავშიროთ, რისთვისაც Wi-Fi-ს გამოყენებაა საჭირო.
დიდი სენსორული ეკრანი
Xiaomi Smart Air Fryer Pro-ს აქვს დიდი სენსორული ეკრანი მარტივი ნავიგაციისა და მომზადების პროცესის მონიტორინგისთვის, რაც ძალიან კომფორტული და მოსახერხებელი ხდება.
ხმოვანი კონტროლი
უფრო მეტიც, ეს მოდელი თავსებადია ხმოვან ასისტენტებთან, როგორიცაა Amazon Alexa და Google Assistant, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს ადამიანის ძალისხმევის გაწევის საჭიროება საჭმლის მზადებისას.
Xiaomi Smart Air Fryer Pro-ს, თავისი ჭკვიანი ფუნქციებით, აეროგრილის კონცეფცია შემდეგ ეტაპზე გადაჰყავს. თქვენი სამზარეულოს დისტანციურად კონტროლისა და მონიტორინგის შესაძლებლობა მას ტრადიციული აეროგრილებისგან განასხვავებს, რაც თანამედროვეობის ყველაზე დახვეწილი ელემენტია.