აღმოაჩინე  სალაშქრო ნივთები ვენდუზე

სალაშქრო თავგადასავლები ყოველდღიური ცხოვრების რუტინისაგან დასვენების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ეს აქტივობები განსაკუთრებით პოპულარული გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე ხდება, მას შემდეგ, რაც ბუნებაში სიმწვანე და სითბო ერთდროულად იწყებს დაბუდებას. ლაშქრობის მოყვარულებმა, მაქსიმალურად კომფორტული და სასიამოვნო გამოცდილების შესაქმნელად, აუცილებელია საკუთარი თავი სწორი ინვენტარით აღჭურვონ. სწროედ ამიტომ, Vendoo-ზე მაღალი ხარისხის კარვებიდან დაწყებული, კომპაქტური სალაშქრო ჭურჭლით დამთავრებული, აღმოაჩენთ ყველაფერს, რაც ამ მოგზაურობას უფრო და უფრო სახალისოსა და სასიამოვნოს გახდის. 

ისეთი ლაშქრობებისას, სადაც მანძილიც დიდი უნდა დაფაროთ და გზაც მეტნაკლებად რთულია, სალაშქრო ჯოხს შეუძლია გადაადგილებისას სტაბილურობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს და რთული რელიეფის დროს, სახსრებზე დატვირთვა შეამციროს. Discovery-ს რეგულირებადი სალაშქრო ჯოხი (DF76210) არის მსუბუქი და რეგულირების ფუნქციის გამო, ძალიან მოსახერხებელი, რაც საშუალებას გაძლევთ მისი სიმაღლე თქვენს საჭიროებებზე დაყრდნობით განსაზღვროთ. სალაშქრო ჯოხის ერგონომიული სახელური და გამძლე კონსტრუქცია, მას ნებისმიერ ლაშქრობაში საიმედო კომპანიონად აქცევს.

ლაშქრობისას, როგორც გზაში, ასევე დაბანაკებისას, საკმარისი ოდენობით სითხის მიღება აუცილებელია. სეზონურად კი, სასმელების ცხელ ან ცივ მდგომარეობაში შენარჩუნება ამარტივებს მთელს სალაშქრო გამოცდილებას. Ibili Thermos (800 მლ) და Discovery Thermos (DFE19109) შესანიშნავი არჩევანია ცხელი ან ცივი სასმელების შესანახად. ეს თერმოსები არის მაქსიმალურად დაცული სითხის გაჟონვისგან და იდეალურია გარე გამოყენებისთვის.

დაბალი განათების პირობებში, ნავიგაციისათვის საიმედო განათებაა საჭირო. Discovery თავზე გასაკეთებელი ფანარი 200 LM (DF86424) საშუალებას გაძლევთ დაარეგულიროთ მისი სინათლე სიკაშკაშის პარამეტრების გამოყენებით, რაც მას შესანიშნავს ხდის საღამოს ლაშქრობებისთვის ან დაბნელების შემდეგ ბანაკის მოსაწყობად. გარდა ამისა, ისეთი ვარიანტები, როგორიცაა Nitecore TIP SE 700 Lumens Flashlight და Nitecore HC33 1800 Lumens Flashlight, უზრუნველყოფს მძლავრ სინათლეს და გაზრდილ ხილვადობას. 

ლაშქრობისას ღამის გასათევად აუცილებელია სპეციალური სივრცის მოწყობა. ასეთ დროს, სანდო და მაღალი ხარისხის კარავი გადამწყვეტ როლს თამაშობს უსაფრთხო და მოსასვენებლად კომფორტული თავშესაფრის შექმნაში. Discovery წყალგაუმტარი 2-3-კაციანი ცისფერი კარავი (DFA66190) არის შესანიშნავი არჩევანი, განსაკუთრებით მაშინ, თუ სალაშქროდ რამდენიმე ადამიანი მიდიხართ. კარვის გამძლე მასალები და გაშლის სიმარტივე მას იდეალურს ხდის სხვადასხვა ამინდის პირობებში გამოსაყენებლად. ანალოგიურად, Discovery წყალგაუმტარი სწრაფი გაშლის კარავი (DFA20244) გთავაზობთ მეტ მოხერხებულობასა და სისწრაფეს გაშლისას, რაც ნიშნავს, რომ მის აგებას მარტო, სხვისი დახამრების გარეშეც მარტივად შეძლებთ. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ეს კარავი შესანიშნავია სპონტანური გასეირნებისა და ხანმოკლე კემპინგისთვის.

ხანგრძლივი ლაშქრობის ან საპიკნიკე სივრცის ძიების შემდეგ, კომფროტულად მოსვენება, ცეცხლის დანთება და მის ირგვლივ შემოსხდომა, ალბათ, ამ სასიამოვნო გამოცდილების ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილი. Discovery-ს კრემისფერი სალაშქრო დასაკეცი სკამი (DFC21631) საზურგის გარეშე არის გადასაადგილებლად მარტივი და მსუბუქი ვარიანტი დამღლელი დღის შემდეგ მოსასვენებლად. თუმცა, თუ ლაშქრობისასაც კი საზურგიან სკამს ანიჭებთ უპირატესობას, მაშინ საუკეთესო კომპანიონად Discovery (DFC21632)-ი გამოგადგებათ. ვინაიდან, მოცემული სკამები განკუთვნილია გარე გამოყენებისთვის, ისინი გამძლე მასალებითა და ერგონომიული დიზაინითაა შექმნილი, რაც მათი დიდი ხნის განმავლობაში შეუცვლელად გამოყენების საშუალებას იძლევა.

მას შემდეგ, რაც ცეცხლთან ხელებს გავითბობთ, როგორც წესი, დგება მომენტი, როცა დღის ყველაზე გემრიელ ნაწილზე – საჭმლის მომზადებაზე უნდა ვიზრუნოთ. კერძების ან ცხელი სასმელების ტყეში ან უბრალდო გარე სივრცეში მოსამზადებლად, საიმედო ჭურჭელია საჭირო. Discovery სალაშქრო ტაფის ნაკრები (DF86426) შედგება ალუმინის 3 ცალი ტაფისაგან და Discovery სალაშქრო ქვაბების ნაკრები (DF86473) კი 2 ცალი ალუმინის ქვაბისაგან. ორივე მათგანი კომპაქტური და მსუბუქია, რაც მათ იდეალურს ხდის ზურგჩანთით გადაადგილებისას. ეს კომპლექტები დამზადებულია გამძლე ალუმინისგან, რაც უზრუნველყოფს სითბოს ეფექტურ განაწილებას, ხოლო მოხმარების შემდგომ, ადვილი გასაწმენდი და შესანახია.

როგორც წესი, გემრიელ ვახშამს მეორე დღისათვის ენერგიების აღდგენა მოჰყვება. ამ დროს, ყველ თავის კარავს მიაშურებს და ტკბილი ძილის მოლოდინით, ეშვება მოწყობილ საწოლზე. სწორედ იმისათვის, რომ ამ სასიამოვნო მოგზაურობაში მართლად კომფორტულად გამოიძინოთ, Discovery-ს სალაშქრო გასაბერი ლეიბი (DFH21599) არის არჩევანი, რომელიც იმედებს გაგიმართლებთ. მნიშვნელოვანია, რომ ლეიბი კომპაქტური და საკმაოდ მსუბუქია სატარებლად, ასევე იბერება სწრაფად და მარტივად. 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

მსგავსი პოსტები